ასე უმღერდნენ ქუთაისს!!!
აკაკი წერეთელი
ქუთაისი
მშვენიერო ქუთაისო,
სავარდო და სამაისო!
ვინ ყოფილა შენი მავნე,
გულს ეკალი რომ დაგისო?
შენი ციხე-გალავანი
ბევრჯერ სისხლით განაბანი
მიწასთან ვინ გაგისწორა,
ერთხელ მტკიცე, ახოვანი?
თავს დაგყურებ აოხრებულს,
ქვით და ეკლით რომ ივსებ გულს!
ვეღარ ვხედავ ოქროს ჩარდახს,
ერთ დროს განთქმულს და დიდებულს!
ეგ ფაზისი თავმომწონი,
სახეცვლილი დროს მომგონი?
აგონდება ოქროს კრავი
ვით ქონება რამ უძრავი
და მრისხანე ძვირდებზედაც
არგო,ფრთხილად მომცურავი?
შიგ იაზონ ელინების,
ვერ შემრთველი სურვილ-ნებით,
მედეიას მომპარავი
მედიასვე მანქანებით?
სადღა არის ოქროს სილა?
შლამ-ტალახით ამოვსილა
მწუხრის ზეწარს დაუფარავს
მაგის მზე და მაგის დილა!…
გარბის შენგან მგლოვიარე,
ცრემლით ირწყვის არემარე
და შავს ზღვასვე შეჰღრიალებს:
“ჩემი ტანჯვა მიიბარე!”
მაგრამ,ჩემო ქუთაისო,
შენაკავშირ-შენათვისო,
მოთმინება,მოთმინება,
სევდით გული არ აივსო!…
ილია ჭავჭავაძე
ძვრიფას კოლხიდელთ
ამერიდან იმერეთში ვიყავ ძმების მიწვეული,
გზა-გზა მხიბლავ ბუნებითა სრულად დატკბა ჩემი გული
მიველ,ვნახე გადაშლილი საუცხოვო თაიგული,
ქალ-ყმაწვილთა ელვარებამ მთლად შეიპყრო ჩემი სული.
მუნ დამიხვდბებ მთვარებრ მნათი ქალთა კრება და ვაჟისა,
საუცხოვო, თვალ-ტანადი, შესადანრი სწორედ მზისა,
ფიანდაზად გადმიშალეს მათი გული ალმასისა,
მე შევიქენ უნახავი მასპინძლობის ასეთისა.
“ზრდილნი არიანი იმერნი”-ნათქვამია ბრძენის სწორად,
მე დავრმუნდი ამ სიტყვაში, არ მიიღოს თქვენ ეს ჭორად,
თავი დიდად მომაწონეს,გარდმაქციეს რაღაც გორად
მეპყრობოდნენ სათუთობით, მიიჩნიეს თავი ყორად.
ამ დაიგულს ყორბთა შორის ვიყავი სრული კმაყოფილი,
გამიქარწყლდა ცემის გამო შენთებული გულს სახმილი.
ვგრძნობდი სულსა დამშივდებით, აღარ ვიყავ უძლურ ქმნილი,
ერთიერთსა აფასებდნენ,არვინ იყო მათში წბილი.
სული ვნახე ქართველობის უმანკობით აღვსებული,
დედაენა შენახული და არ გადარუსებული.
მოვილხინე უჩვეულოდ,სიამენი ვვიგრძენ სრული,
დავივიწყე ძალმომრენი და იმათი საქმე კრული.
გამიკვრიდა, არ ერია ერთიც იმათი ერთგული,
ვინც დამცველად მოგვავლინა და გულის გვმტრობს გაბასრული.
მათს სიტყვასაც არ ხმარობნენ,შეუნახავთ ქართვლის სული,
დარჩენილან შეუცვლელად რითიც ვიგრძენ სიხარული.
დაბრუნების დაჰკრა ჟამმა,სხდომა შევწყვიტეთ ტკბილია
გამოვეთხოვე მეგობრებს, ვინც მომანიჭეს ლხინია,
მუდარით მთხოვდნენ დარჩენას,უნებურ განაწბილია,
არ დაივიწყებს კოლხიდელს მათი ერთგული ილია!
გალაკტიონ ტაბიძე
ჩემი ქუთაისი
წყალტუბოდან ქუთაისში
მიმავალო ქარო,
თუ მაისის ქუთაისმა
გკითხოს, ვინა ხარო,
უპასუხე,რომ სუნთქვა ხარ
არ უთხრა კი-ვისი,
ისიც იგრძნობს ქუთაისი,
ჩემი ქუთაისი!
ბალახვნის ქუჩაზე
რა კარგი იყო ქუჩა ბალახვნის,
ხმები ისმოდა მრავალი არღნის,
არ იყო მაშინ ავტომობილი
არცა საყვირი მაუდის ქარხნის…
და ამ ძვირფასი წეროდის მქონეს
არვინ უსმენდა მეეტლეს ხონელს.
-ვინ მოხვალთ ხონსუ?-იზახდა მაგრამ
ჩანდა,ამაოდ კარგავდა ღონეს.
ამ დროს მოისმა:მოვალთ,გიშველით!
მაეჯიბემჭლე და თავშიშველი
ლხინით,სიმღერით – იმ ხონის გზაზე-
მივქროდით მე და სარაჯიშვილი.
ტერენტი გრანელი
აღსარება ქუთაისს
მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი შორი აპრილის.
ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
შენი დღეები ამწვანებული.
მოვედი შენთან თბილისის ნისლით
და ღამეებით გაწვალებული.
ო, ლოცვით სული აქაც აივსო,
ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.
და შენ სივრცეზე მე, ქუთაისო,
ველი სხვანაირ დღის განათებას.
ავალ კიბეზე და მე მივმართავ
ბაგრატის ტაძრის მაღალ ნანგრევებს,
რომ ჩემი სული ფერფლია მართლა,
რომ გული სევდას აქაც აგროვებს.
ღამდება ასე, დაეცა ქვიმა
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი,
უამოინდობამ მე დამამძიმა
და ისევ მელის გძა დამღუპველი.
ახლაც სიმშვიდე არ მეკარგება,
მე აქაც ბევრი ღამე ვათიე.
ო,ქუთაისო, ეს მწუხარება
და ეს ტირილი შენ მაპატიე.
იოსებ ნონეშვილი
სიმღერები ქუთაისზე
ხელგაშლილი ლაღად დგახარ,
თავმომწონე მასპინძელი,
ადვილია შენი ნახვა,
განშორება არის ძნელი.
აქ ბაგრატის სხივი ელავს,
აქ გელათი შუქში ცურავს,
აქ დავითმა სულ პირველად
მკლავი გაიმამაცურა
ქუთაისო, ჩვენი ერის,
ჩვენი ქვეყნის ლაზათი ხარ,
საქართველოს ბედნიერი,
გემრიელი ქალაქი ხარ.
გულმა შენთან დაიბუდა,
შენს ალერსში დავიღლები….
ქუჩები გაქვს სავსე მუდამ
გოგონებით,ყვავილებით.
სულ მაისის სურნელია,
საფირონი მოაქვს რიონს…
შენს ქუჩებში უმღერიათ “
აკაკის და გალაკტიონს.
ხელგაშლილი ლაღად დგახარ,
თავმომწონე მასპინძელი,
ადივლია შნეი ნახვა,
დავიწყება არის ძნელი.
დავით კვიცარიძე
***
ალიონზე ბაღში ეთქავს
ვარდი ფერად-ფერადი,
სიყვარულის დედულეთო,
მწვანეში ხარ ყელამდი.
დაგელოცოს ცა და ფუძე
ბაგრატი და გელათი.
დე, რიონმა ნება-ნება
იდუდუნოს ზვირთებად.
დამიკარგა მოსვენება
ტალღებმა და კვირტებმა,
აქ ყოველი გათენება
სულ სიყვარულს მპირდება.
ქუთაისო, ქუთაისო,
შენთან არის გული ჩემი!
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3