მართლმ. ეკლესია და მღვდლები ღმერთთან რომ ასოცირდებიან, ეგ არის პრობლემა
ეს უხვევს თვალს ბევრ ადამიანს
და არ აძლევს საშუალებას რომ ნამდვილი ღმერთი დაინახოს
არადა
ამ ეკლესიას წარმოდგენა არ აქვს ვინ არის ღმერთი
ეს ეკლესია ღმერთს არ იცნობს პირადად, მხოლოდ გადმოცემით იცის ვინ არის
ამ ეკლესიას არ შეუძლია ღმერთს მიუახლოვდეს
ამ ეკლესიას არ უნდა ღმერთი პირადად გაიცნოს
იმიტომ რომ საკუთარი სულიერი სიკვდილი ვერ დაუმარცხებია ჯერ
იმიტომ რომ სინათლეზე გამოსვლის ეშინია
იმიტომ რომ თავადაა მკვდარი და მზეზე რომ გამოვიდეს, იცის, სუნს დააყენებს

მასები კი ეკლესიას შეჰყურებენ
და თავადაც იმას აკეთებენ, რასაც ეკლესია
ანუ ღმერთს მხოლოდ წაკითხულის შინაარსის ფორმით იცნობენ
დაყიალობენ ეკლესიებში
ატარებენ რიტუალებს
და საკუთარ სიკვდილში იხარშებიან
თუმცა ზოგიერთს გულში ეჭვის ჭია მაინც ღრღნის - ნუთუ სულ ეს არის ღმერთი? რიტუალი, მუხლებზე დგომა, ხატების დაკოცნვა და მსგავსები?
ნუთუ ეს არის ის ღმერთი, ვინც იესო მოგვივლინა?
ნუთუ ეს არის ის ღმერთი ვინც სულიერი სიკვდილისგან გვიხსნა?
ნუთუ ამ ღმერთს რიტუალების მეტი არაფერი სჭირდება ჩემგან?
ნუთუ მთელ ცხოვრებას ისე გავივლი, რომ რიტუალების ბარიერი იქნება აღმართული ჩემსა და ღმერთს შორის?
სიბნელე
უკუნი
და სულიერი სიკვდილი
მეფობს ეკლესიად წოდებულ რელიგიურ მასაში
ეკლესია ქრისტეს სხეულს ჰქვია ბიბლიის მიხედვით
რელიგიურ მასას კი საერთო არ აქვს და ვერც ექნება ქრისტეს სხეულთან
ქრისტეს სხეული სიცოცხლეა
რელიგიური მასა კი - სიკვდილი
ამიტომ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკლესია არ უნდა ერქვას
არადა სიცოცხლე ერთი ხელის გაწვდენაზეა
უბრალოდ უნდა მოინდომო და გაიწოდო ხელი
გაიწოდო ხელი ღმერთისკენ - იესოს აღიარებით და სულიერი სიკვდილისაგან ხსნის თხოვნით
დეტალური ინსტრუქცია კი ბიბლიაში წერია
იოანე 3
იესო და ნიკოდემოსი
1 იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი. 2 იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: ,,რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ მოძღვარი, ღვთისაგან მოსული, ვინაიდან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის.“ 3 მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ:
ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს.“ 4 ეუბნება მას ნიკოდემოსი: ,,როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს, რომ თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას. 5 მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ:
ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. 6 ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია. 7 ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: თქვენ ხელახლად უნდა იშვათ-მეთქი. 8 ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი.“ 9 ნიკოდემოსმა მიუგო და უთხრა მას: ,,როგორ შეიძლება მოხდეს ეს?“ 10 მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი? 11 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვმოწმობთ, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას. 12 თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ? 13 არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცაშია. 14 როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა. 15 რათა არც ერთი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
16 რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ
მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. 17 რადგან იმისათვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ. 18
ვისაც ის სწამს, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე განკითხულია, რადგან არ ირწმუნა სახელი ღვთის მხოლოდშობილი ძისა. 19 განკითხვა კი ის არის, რომ
ნათელი მოვიდა სოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები. 20 ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმეები. 21 ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი.
ჰოდა შეეშვით ამ ეკლესიურობას და რელიგიურობას
და გაიცანით ჭეშმარიტი ღმერთი
ყველაზე ცოცხალი და რეალური
ყველაზე ახლობელი
ყველაზე მეგობრული
ყველაზე კეთილი
ყველაზე სამართლიანი
და
ყველაზე მოსიყვარულე
This post has been edited by ლლევ on 21 Apr 2014, 11:32