რა გაირკვა ბოლოსდაბოლოს, მართლა კანდიდატია მელორ ვაჩნაძე?
ამწუთას წავიკითხე, რომ ჯაბა ჯიშკარიანი იქნება მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატიო, ოცნებიდან... თავიდან ოცნება რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ერთი მიზეზი, რის გამოც მიხაროდა იყო ის, რომ იმედი მქონდა, ახალ სახეებს გზა გაეხსნებოდათ ქართულ პოლიტიკაში. ნაც. მოძრაობა ფაქტიურად კლავდა ამის შანსს - ხელ-ფეხს უხსნიდა მედროვეებს, დემაგოგებს და მიშას ლაქიებს, როგორებიც იყვნენ აკაკი მინაშვილი, გიგი უგულავა, გოკა გაბაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ჩორა თაქთაქიშვილი და ა.შ.
იმედი იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში მშრომელ, ნიჭიერ და სანდო ადამიანებს გაეხსნებოდათ გზა, მოკვდა!!! ნუთუ საქართველოშ უკეთესი კადრები არ მოიძებნებოდა? მეგონა, პოლიტიკოსების შემდეგი თაობა მაინც მოვიდოდა ნორმალური და ეს რა ხდება? არაკაცი ვიყო, ასე თუ გააგრძელა ოცნებამ(და არ მაქვს მიზეზი, რომ ცვლილების იმედი მქონდეს), თარ გაასწრეს ნაციონალებს მავნებლობაში. ბევრს უკვე მიშა ენატრება, პირად საუბრებში - ვინ ყოფილან ეს ღლეებიო, ამბობენ... აი, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, მიშაზე უარესი ხალხი დავისვით თავზე და საკმაოდ ჩქარა დაგვანახებენ საკუთარ რეალურ სახეს. ჯერ სულ ახალი მოსულები არიან და უკვე საკმაოდ კარგად ჩამოიხსნეს ნიღაბი. მიშამ კიმაინც პირველ 3 წელიწადში გააკეთა ძალიან ბევრი სასარგებლო რამ, გულახდილად რომ ვთქვათ. ოცნების შემთხვევაში ჯერ სამი წელიც არ გასულა და უკვე ჩაჯმული აქვთ უმაღლეს დონეზე, ოღონდ ეს ჯერ დასაწყისია!!! აი, ვნახავთ ყველა...
http://www.ambebi.ge/politika/102416-qocne...mi-ar-aqvs.html This post has been edited by UzerNeim on 11 May 2014, 11:01