26 მაისი წელს განსაკუთრებულად აღინიშნება. თბილისთან ერთად სადღესასწაულო ღონისძიებებში 11 ქალაქია ჩართული: ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ამბროლაური, მცხეთა, თელავი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი, რუსთავი და ბათუმი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის ორგანიზებით 2014 წლის 26 მაისი დიდი სახალხო ზეიმი იქნება, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა.
12 ქალაქი ერთიანი სცენარით აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. გადაკეტილ პროსპექტებზე არსებული კაფე-ბარები მოაწყობენ სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვას; პირველი გიმნაზიის წინ „ყვავილების ზეიმის" ღონისძიება მოეწყობა, ხოლო ოპერის წინ მხატვრები განლაგდებიან; პროსპექტზე ივლიან პანტომიმისა და სხვადასხვა თეატრის მსახიობები. მოძრაობის თეატრი მცირე პერფორმანსებს დადგამს.. მთავარ გამზირზე მოეწყობა ბავშვებისთვის გასართობი ცენტრებიც.
რუსთაველის გამზირზე განთავსდება სამინისტროების კარვები, რომლიბიც წარმოდგენილი იქნებიან საინფორმაციო და გასართობი კუთხით.
დედაქალაქში წარმოდგენილი იქნება 2 მთავარი სცენა: პარლამენტის წინ და ევროპის მოედანაზე. სადაც 12:00-21:00 სთ. წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით გაიმართება ქართველი შემსრულებლების კონცერტები. ამავე სცენებზე გაიმართება 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების ფინალური კონცერტები, სადაც გამოვლენ ფოლკლორული ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები.
ასევე სცენა წარმოდგენილი იქნება მცხეთაში, სვეტიცხოვლის გალავანთან, სადაც მოწვეული სტუმრებისათვის გაიმართება კონცერტი;
სადღესასწაულო ღონისძიებების ფინალში შესრულდება ჰიმნი და ფეიერვერკებს გაისვრიან ღონისძიების თითოეული ობიქტიდან როგორც თბილისში, ასევე დანარჩენ ქალაქებში.
გალა კონცერტი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში
პროგრამა:
„აბიო მეფე"- ნაწყვეტი „აბოსალომ და ეთერიდან" - ორკესტრი და გუნდი;
ცეკვა ქართული -„დაისი"- საბალეტო დასი (დუეტი);
„ცანგალას კუპლეტები" - ორკესტრი, სოლისტი გოჩა დათუსანი;
ცეკვა „ხორუმი"- ანსამბლი „რუსთავი";
"აბესალომ და ეთერი"-მარეხის კანსონეტა- ორკესტრი, სოლისტი ნინო ჩაჩუა;
„დამისხი დამალევინე" ოპერა „დაისი"-დან - სოლისტი სულხან გველესიანი;
ქართული ქორეოგრაფია, ფრაგმენტი „აბესალომ და ეთერიდან"- ანსამბლი „რუსთავი";
რ. ლაღიძის „საჭიდაო"- ორკესტრი
„აბესალომ და ეთერი"-აბესალომ და მურმანის არია- ორკესტრი, სულხან გველესიანი,არმაზ დარაშვილი;
„საგალობელი" (ქორეოგრაფია)- საბალეტო დასი;
პროკოფიევის "Precipitato" - სოლო, როიალთან ედიშერ სავიცკი;
„დაისის" მეორე აქტის ფინალი- გუნდი, ორკესტრი;
„დონ კიხოტი" ქორეოგრაფია, საბალეტო დასი- ორკესტრი;
„ჩაკრულო"- ორკესტრი, გუნდი, სოლიტები: თამაზ საგინაძე, გრიგოლ მახარაძე, ნინო ჩაჩუა;
"საქართველოს ჰიმნი - ორკესტრი და გუნდი;
მონაწილეები:
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ორკესტრი;
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის
პროფესიული სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი და გუნდი;
სოლისტები: ნინო ჩაჩუა, სულხან გველესიანი, გრიგოლ მახარაძე,
თამაზ საგინაძე, გოჩა დათუსანი, არმაზ დარაშვილი;
როიალთან: ედიშერ სავიცკი;
დირიჟორი: დავით მუქერია;
http://ghn.ge/news-108951.html26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების გამო, რუსთაველის გამზირზე დღეს, 23:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების დროს, ავტომანქანების მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე შეიზღუდება 24 მაისს, საღამოს 23:00 საათიდან 26 მაისის ღამის 03:00 საათამდე", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე განმარტებით, მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება ასევე აკრძალული იქნება გამომცემლობა "მერანთან", ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, პუშკინის ბაღთან ჩამსვლელ, ეროვნულ მუზეუმთან ამომსვლელ, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ჭანტურიას, აბაშიძის და მესხის ქუჩებზე.
უწყების ინფორმაციით, ავტომანქანები შემოვლითი გზით – ჭონქაძისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე იმოძრავებენ.
26 მაისს დილით, 07:00 საათიდან სრულად გადაიკეტება თავისუფლების და ვარდების მოედნები.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...eizghudeba.htmlგილოცავთ! (წინასწარ)...