#41444034 · 28 Jun 2014, 02:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
karlsoni
საინტერესოა, მე ვეცდები განვავრცო შენი მოსაზრება:
| QUOTE | 1.სცადე გაიგო მათი მოტივაცია. . . .
|
მათი მოტივაცია არის ხალხს სწამდეს რომელიმე ღმერთის, რადგან სწორედ ეს არის მათი ფულის და ძალაუფლების წყარო და სულერთია სიმართლეა თუ არა ის რასაც ასწავლიან, მთავარია რომ ხალხს ფული შექონდეს. არ იქნება რწმენა? არ იქნება ფული. მათი მოტივაციაა - ფული.
უფასოდ მომსახურე სასულიერო პირი გინახავს? არა? არც მე.
| QUOTE | 2.სცადე მიხვდე რატომ აქვთ მხარდაჭერა და სიყვარული. . . .
|
იმიტომ რომ რელიგიური პროპაგანდა ბავშვობიდანვე იწყება, რის მერეც მიდის მუდმივი წნეხი სოციალური გარემოდან, მეგობრებიდან, მშობლებიდან, ყველაფრიდან რაც ამ ქვეყანაში ხდება, რომ თუ არ უჭერ მხარს - მაშინ შენ შენიანები გაგრიყავენ, რადგან მათაც ზუსტად ეს ვირუსი ჭირთ. გინდა იყო მიღებული? ჰოდა მხარი დაუჭირე და გიყვარდეს, შენი პირადი აზრი არაფერია მასის აზრთან შედარებით.
არ იქნება პროპაგანდა ბავშვობიდან? არ იქნება სამამაოეთი. რომელი ჭკუათმყოფელი, ზრდასრული ადამიანი გადაშლის ბიბლიას თავისით, სხვების დაუხმარებლად და იტყვის "სად იყო ეს წიგნი აქამდე? ამ წესებით მინდა რომ ვიცხოვრო"
არცერთი. იდეოლოგიის ჩანერგვა ბავშვობიდანვე უნდა მოხდეს და მუდმივად რეპრესირდეს, თუ არადა ერთ დღესაც ადამიანი იფიქრებს: "კი მარა ეს მამაო რომ გაიძახის ყველაფერი გაყიდე და გამომყევიო - თვითონ რომ ჯიპით დაგრიალებს და არაფერს იკლებს, ეგ რანაირად ჯდება ერთმანეთში?" და მამაო დაკარგავს მოტივაციას (იხ. პუნქტი 1)
ამიტომ საჭიროა ბავშვობაში სასწრაფო მონათვლა, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს უკვე ზრდასრულობის პერიოდში გადაწყვიტოს თუ რატომ იჯერებს ებრაულ მითოლოგიის პერსონაჟების არსებობას.
| QUOTE | 3.იყავი გულწრფელი. . . .
|
ოკ
| QUOTE | 4.გაიაზრე რა ალტერნატივას სთავაზობ ხალხს სულის უკვდავების მოძღვრების სანაცვლოდ. . . .
|
ვერცერთი იდეა ვერ გახდება ჭეშმარიტი მარტო იმ მიზეზის გამო რომ: "ასწორებს ეგრე რო იყოს."
| QUOTE | 5.თუ მათი კრიტიკა გინდა, ჯერ სცადე დაეხმარო, თუ რამე არ იციან და შენ იცი, სცადე რომ ასწავლო. . . . .
|
დახმარების და სწავლების გარეშეც ნებისმიერი იდეა შეიძლება გაკრიტიკდეს
შიში კრიტიკის მიმართ ნიშნავს რომ რაღაც ისე ვერაა როგორც უნდა იყოს, მოსაზრების ფასი რომელიც კრიტიკას არ ექვემდებარება - 0 ია.
| QUOTE | 6.რაც შენთვის სიბნელეა, ის სხვისთვის ნათელი შეიძლება იყოს და პირიქით. გააანალიზე ეგ ვარიანტი. . . .
|
ფაქტს ის თვისება გააჩნია რომ ის მაინც ფაქტად რჩება, მიუხედავად იმისა ვისთვის რა არის. და თუ ადამიანს ნიჩაბს ჩასცხებ თავში - ეტკინება, ეს იმის მიუხედავად თვითონ რას თვლის.
ეკლესია იყო და არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღგმდეგ მებრძოლი ეს ისტორიული ფაქტია და იმისდამიუხედავად არის სიმართლე - ვისთვის როგორ არის.
| QUOTE | 7.ბევრი იფიქრე. . . .
|
ფიქრი მოულოდნელად ვერ შეცვლის ერთი ადამიანის აზრებს შენს სასარგებლოდ, დებულება "არ მეთანხმები ესეიგი არ გიფიქრია საკმარისად" ლოგიკური მსჯელობის ჩავარდნაა.
| QUOTE | 8.მოიშორე ყრუ სიძულვილი. . . .
|
აუცილებელი არ არის რაიმე გძულდეს, იმისთვის რომ ის გააკრიტიკო, შიში რომ რადგან გაკრიტიკებენ ესეიგი ძულთ - ლოგიკური მსჯელობის ჩავარდნაა. ვიღაც რაღაცას ვერ ხვდება იმიტომ რომ არ გეთანხმება - ლოგიკური მსჯელობის ჩავარდნაა
და ბოლოს:
ადამიანი გძარცვავდეს და შენ ამართლებდე, არის ფსიქოლოგიური მოვლენა: კოგნიტიური დისონანსი, როცა ადამიანი ხვდება რომ რაღაც ცუდია, მაგრამ გამართლებას უძებნის აი მაშინ დგება დისონანსი. მაგ: მოწევა ცუდია მარა ჯანმრთელი ხო არ მოვკვდები? მამაოების ფუფუნება ცუდია - მარა საჭიროა ალბათ და ა.შ.
--------------------
⎝ Sic semper tyrannis ⎠
|