სოზარ სუბარი საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა
12:20 12-07-2014
სოზარ სუბარი საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოზარ სუბარმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა , წინა არჩევნებზე სწორედ ბახტრიონის 26-ში მდებარე მე-12 უბანზე მისცა ხმა, თუმცა ამჟამად სიაში არ აღმოჩნდა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ ადგილი აქვს გაუგებრობას, უკვე დარეკილია იუსტიციის სამინისტროში და მიმდინარებს ვითარებაში გარკვევა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამჟამადაც ადგილზე იმყოფება და თუმცა, რამდენად მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, ჯერ არ იცის.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...aghmochnda.htmlსაარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ სოზარ სუბარი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს
13:09 12-07-2014
საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ სოზარ სუბარი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს სოზარ სუბარი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს #12 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლიანა კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, სოზარ სუბარი რეგისტრაციიდან არის მოხსნილი.
"პირველ ტურში სოზარ სუბარმა ამ უბანზე მისცა ხმა, ახლა ახალი სიები მოვიდა და ამ სიაში არ არის. დავრეკეთ საჯარო რეესტრში ცხელ ხაზზე და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და გვითხრეს, რომ სოზარ სუბარი მოხნილია რეგისტრაციიდან. დღეს ის ხმას ვერ მისცემს", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზზე არ ფლობენ ინფორმაციას, რატომ არ არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი საარჩევნო სიაში.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ცხელ ხაზზე დარეკვისას ოპერატორმა განუცხადა, ცესკოს სიებს იუსტიციის სამინისტრო უგზავნის, შესაბამისად, სოზარ სუბართან დაკავშირებით შექმნილი გაუგებრობის შესახებ არაფერი იცის.
სოზარ სუბარი #12 საუბნო საარჩევნო კომისიასთან ამ დრომდე რჩება. ის ამ დრომდე არკვევს თუ რატომ არ არის სიაში.
"რატომღაც აღმოჩნდა, რომ სიაში არ ვარ. მთავარი ის არის, რომ ჩემი ხმა ამ არჩევნებზე გავლენას არ მოახდენს. გამარჯვებული გამოვლინდება საღამოს და ეს იქნება "ქართული ოცნება", რომელიც დიდი უპირატესობით მოიგებს", - განაცხადა სოზარ სუბარმა
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...r-miighebs.htmlმიყვარს ეს ქვეყანა <3
This post has been edited by ხარონი on 12 Jul 2014, 13:39