მეორე თემაში დავპოსტე და აქაც გადმოვაკოპირებ:
დღეს 4 ნომერი სამარშრუტოთი მომიწია მგზავრობა. როგორი სიცხეა კი იცით. კონდიციონერი რა თქმა უნდა ჩართული არ იყო, გაგანია შუადღეა.
ძალიან წყნარი, არააგრესიული ტონით დავუსვი კითხვა მძღოლს - უკაცრავად, კონდიციონერს რატომ არ რთავთ?
-არ მუშაობს, მპასუხობს მძღოლი საკმაოდ მორიდებულად.
მე ასევე მშვიდი ტონით ვამბობ, რომ როგორც ვიცი არც უნდა გამოვიდეს ხაზზე სამუშაოდ, თუ არ უმუშავებს კონდიციონერი. არც ჩხუბს ვაპირებ და არც ინტრიგნობას. მძღოლმაც ჩაილუღლუღა, ვიცი მაგრამ რა ვქნაო.
და ამ დროს რა ხდება. გვერდით სკამზე მჯდომი ასაკოვანი ქალბქტონი მომიტრიალდა და მმოძღვრავს:
-კი მაგრამ, გენაცვალე, რა პრეტენზიები გაქვთ ამათთან, ალბათ არ იცით, რომ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული კონიციონერი. მთავრობა ამათზე არ ზრუნავს, იმდენი ხარჯი აქვთ, ყოველდღე ნორმა აქვთ შესასრულებელი და რას ითხოვთ ერთი აქ, ჩამოკიდებული გაძლებს კაცი და თქვენ კიდევ სიცხეში აღარ გინდათ მგზავრობა!!!!
მე ვცდილობ ავუხსნა, რომ ჯერ ერთი კითხვა დავსვი და მეორეც, მოთხოვნის უფლებაც მაქვს რამე რომ იყოს.
ამ დროს საუბარში ერთვება მეორე მგზავრი:
- ოჰ კარგით ერთი, სად ნახეთ ერთი წესრიგი, აქ რომ ითხოვთ.
ამ მგზავრსაც თავაზიანად ვახსენებ, რომ ჯერ ერთი წესრიგს თუ არასოდეს მოითხოვ, არც არასოდეს დამყარდება და მეორეც, 80 თეთრს რომ ვიხდი, უფლება მაქვს მგზავრობის ადამიანური პირობები მოვითხოვო, თუნდაც ის, რომ 20 კაცი ფეხზე არ დააყენოს მძღოლმა, ესეც ხომ გაფუჭებული კონდიციონერი არ არის.
აი აქ ატყდა:
"თუ არ გინდა ნუ ამოხვალ"
"როცა გეჩქარება აბა რა უნდა ქნა" "შენც ადექი და ტაქსით იმგზავრე" "იმ დღეს გენაცვალე, არ მეჩქარებოდა და ავტობუს დაველოდე და როცა დაინახავ გაჭედილია მარშრუტკა, არ უნდა ახვიდე!!!!!"
სიმართლე გითხრათ, არ მეგონა რამეს კიდევ თუ შეეძლო ჩემი ასე გაოგნება.
-შენ ჩემზე უმცროსი ხარ და ეტყობა 90-იანი წლები არ გახსოვს - ისევ აგრძელებს ჭკუის დარიგებას პირველი მგზავრი ძალიან აგრესიული და დიდაქტიკური ტონით. ქუჩაში ესროდნენ ხალხს და იმას გავუძელით და ახლა სიცხეს აღარ გინდა რომ გაუძლო ხო? არც იცი შენ რა გადავიტანეთ!!! უკეთესი არ გვინახავს ბატონო და უარესი სიტუაცია იყო მაშინ და ეს კია იმაზე უკეთესი და მადლობა თქვით რომ .....ბლაბლაბლა
და ვისაც გვინახია უკეთესი, ჩვენ რა ვქნათ, აზრის გამოთქმის უფლება აღარ გვაქვს - მეთქი? ჩავეკითხე. მერე გულში შევუკურთხე (გულში იმიტომ, რომ ნამეტნავად ზრდილობიანი ვარ), ისემც გიქნიათ, სულ ერთიანად ამობუგულხართ გინდა ამ მარშრუტკაში, გინდა ჯოჯოხეთის ცეცხლში-მეთქი და სასწრაფოდ ჩამოვედი smile.gif
პ.ს. რაც მთავარია, მძღოლი იძახდა, მართლა გაფუჭებულია, თორემ 5-7 ლარზე მეტს არ მიწვავს დღეში და ამ კაპიკების გამო თავს მართლა არ ამოვიხრჩობდი სიცხეშიო.
This post has been edited by fermina on 13 Aug 2014, 00:54
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა