ეს პირსისხლიანი ნაცები და დაუსჯელობის სინდრომით თავაშვებული ქოცებივინმე დაობს, რომ ნაცმოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის მხრებზე უამრავი დანაშაულია: ძალადობა, სისხლი, ტერორი, დარბევა, დევნა, უსამართლობა? არა.
მაგრამ ეს სულაც არ წარმოადგენს ქოცებისთვის უდანაშაულობის ალიბს. პირიქით, ეს ხელ-ფეხს უხსნის მათ მთელი ამ ბოლო ცხრა წლის მანძილზე, რათა მიშას
9 წელი შეგვახსენონ და თავად უარესი დანაშაული ჩაიდინონ უფლის, ქვეყნისა თუ ხალხის წინაშე. არც ვინმეს ვამართლებ და არც ვინმეს ვადებ ხელს. ვერ - უბრალოდ...
ვცდილობ, ვიყო ობიექტური შეფასებებში და არ დავკარგო სამართლიანობის განცდა.
ზოგადად, პოლიტიკა სისხლიანი სფეროა.
ოდესღაც, როგორც მე, ისე ჩვენთვის კარგად ცნობილი მანდილოსანი ოცნებობდა და სჯეროდა, რომ შეიძლებოდა საქართველოში
სუფთა ხელებით და თეთრი პერანგით პოლიტიკის კეთება, ბიზნესის კეთება, ყველა საქმის კეთება, ქვეყნის აღმშენებლობა.
მე მწამდა, რომ ეს დღე დადგებოდა, როცა ეს ოცნება ამიხდებოდა და რეალობად იქცეოდა...
მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე წარმოუდგენლად დიდია ჩემი იმედგაცრუება, განუზომლად ღრმაა ჩემი ტკივილი, რასაც ზოგჯერ სრულ ნიჰილიზმამდე მივყავარ...
***
ადამიანი ფიქრობ და ითვალისწინებ ყველა შესაძლო ვერსიას...
მე ვერაფერს ვამტკიცებ, ჩემი აზრები, ეჭვები მხოლოდ ჰიპოთეზებია, გზები საითაც ინტუიციას მივყავარ და გამოგიტყდებით, რომ ხანდახან
ჩიხში შევდივარ ფიქრის დროს, რადგან ჩნდება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა. ბურუსითაა მოცული, გამორჩეულად მძიმეა ეს საქმე...
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის დანაშაული, რომელიც მთელი საქართველოს ტრაგედიაა. ჩვენს ქვეყანაში მცირეწლოვან ბავშვებს კლავენ.
საინტერესოა, როგორ შეიძლება დარჩე გულგრილი, როცა არ იცი, თუ ვინ იქნება შემდეგი ბარბარე... სტატუსი კი - კვლავ გაუხსნელია.
***
ბარბარე რაფალიანცის საქმე - ჰიპოთეზებიმე ამ საქმის დეტალებს არ ვიცნობდი. ახლა ვცდილობ გარკვევას და ვფლობ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯაროდ არის გამოქვეყნებული.
ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ეს საქმე გამოძიებულია სათანადოდ, მაშინ უნდა გასაჯაროვდეს, ხოლო თუ ახლა უნდა
დაიწყოს ხელახალი გამოძიება, საკმაოდ დაგვიანებულია. რატომ?
დრო - გავიდა ცხრა წელი. ამ ხნის მანძილზე ადამიანებს ბევრი დეტალი დაავიწყდათ. მოვლენათა რეპროდუცირება ძნელია.
მტკიცებულებები - კვალი წაიშალა. ექსპერტიზები რომ გახდეს საჭირო, თითქმის აზრი აქვს დაკარგული ხელახლა ჩატარებას.
პოლიტიკური ფასადი და სარჩული - ამ ფაქტორმა არათუ არ დააჩქარა საქმის გამოძიება, არამედ პირიქით, ხელი შეუშალა მას, შეაფერხა.
***
და კვლავ კითხვების კორიანტელი:
1) რა იყო ბავშვის გამტაცებლის ნამდვილი მოტივი?
2) რა იყო მკვლელის რეალური მოტივი, პოლიტიკური ფასადების გარეშე?
3) რატომ და ვისთვის წარმოადგენდა ბავშვის მკვლელობა გადაუვალ აუცილებლობას?
4) თუ მხოლოდ მკვლელობა იყო მიზანი, მაშ რა საჭირო იყო ჯერ მთელი ოთახის გადატრიალება, მერე ბავშვის შეყვანა მარანში, ქვევრში ჩასმა...
როცა პირადპირ შეიძლებოდა ბავშვის მოკვლა ადგილზე - ბალიშის ერთი დაფარებით ან სასხლეტის ერთი გამოკვრით და სასწარფოდ ტერიტორიის დატოვება?
(როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, როცა საძინებელში შევიდნენ ბავშვი არსად იყო, მთელი ოთახი ყირაზე იდგა, გადმონგრეული იყო ლოგინი, ფარდა ჩამოწყვეტილი...)
5) მე მაინტერესებს, რა მომენტში და რა ვითარებაში აღესრულა გოგონა... ვთქვათ, ბავშვს გაეღვიძა და ატირდა, გამტაცებელმა კი პირზე დააფარა ხელი.
გამომდინარე ამ ეჭვიდან, აქვს თუ არა ვერსიას არსებობის უფლება, რომ გამტაცებელს ბავშვი შემთხვევით შემოაკვდა, ვერ მოახერხა გატაცება და
ქვევრში მოკლული გადამალა? მაშ, რატომ ჩასვა მაინც და მაინც ქვევრში და არ მიტოვა უბრალოდ მარანში, ან არ დატოვა იქვე საძინებელში?
ოჯახი გვიყვება, რომ როცა აღმოაჩნეს, რომ ბავშვი საძინებელში აღარ იყო, გვერდით ოთახიდან თუ საიდანღაც მოესმათ მამაკაცის უცნობი ხმა,
რომელმაც ამცნო ოჯახს, რომ ბავშვი ქვევრში იმყოფებოდა...
6) და მაინც, რა საჭიროებას წარმოადგენდა გატაცებული ან/და მოკლული გოგონას მარანში, კერძოდ ქვევრში ჩასმა, იყო თუ არა ცოცხალი ბავშვი, როცა ის მკვლელმა
ქვევრში ჩაუშვა და სად იმყოფებოდა ბავშვი იმ დროიდან, როცა ის დედამ დაძინებული დატოვა პირველ სართულზე იმ დრომდე, როცა ბავშვი უკვე
ასფიქსიით გარდაცვლილი იპოვეს ქვევრში? რა დატვირთვა ჰქონდა ამ დანაშაულში ქვევრს? რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება?
7) რამდენ წუთს გასტანა ამ დრომ - მძინარე ბავშვის დატოვებიდან იმ ფაქტის აღმოჩენამდე, რომ ბავშვი საძინებელში აღარ იყო, ანუ რა დრო ჰქონდა
მკვლელს მკვლელობისთვის, გამტაცებელს - გატაცებისთვის?
8) ჩადენილ დანაშაულში იყო თუ არა სინამდვილეში პოლიტიკური ფასადი და სარჩული მხოლოდ პოლიტიკური მოტივი და ვისთვის?
9) რა ფუნქცია ჰქონდა ჩანთას, რომელიც მკვლელობიდან შვიდი თვის შემდეგ აღმოაჩინა ქვევრში ოჯახმა? რატომ არ/ვერ იქნა ჩანთა მკვლელობის დღეს ნაპოვნი?
10) რამდენი სავარაუდო პირი მონაწილეობდა დანაშაულის შესრულებისას და ჰქონდათ თუ არა მათ ურთიერთდახმარების მიღების შესაძლებლობა უშუალოდ
დანაშაულის ჩადენის პროცესში? სად მივყავართ კვალს?
რაზე მეტყველებს დანაშაულის ხელწერა: საქმე პროფესიონალთან გვაქვს თუ არაპროფესიონალთან?
***
მნიშვნელოვანი დეტალები
1) ეს არ არის შემთხვევითი მკვლელობა. შეუძლებელია ამდენი შემთხვევითობა არსებობდეს ბავშვის განზრახ გატაცებისა და მკვლელობის საქმეში.
გაურკვევლობის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია დანაშაული სულ მცირე ოთხ ნაწილად გავყოთ: დანაშაულის ორგანიზება, ბავშვის გატაცება, ბავშვის
მკვლელობა და მოკლული ბავშვის მარანში, კერძოდ ქვევრში გადამალვა. ხომ შეიძლებოდა, რომ გოგონა გაეტაცებინათ, მოეკლათ და გზაზე დაეტოვებინათ?
რატომ გარისკა ასე მკვლელმა და რატომ გამოიყვანა ბავშვი საძინებლიდან (1), შევიდა მარანში/შეიყვანა პატარა მარანში (2), ახადა ქვევრს მძმე ქვა (3) და ჩასვა ქვევრში (4)?
ვერაფრით ვერ ვუვლი კითხვას გვერდს: რატომ მაინც და მაინც ქვევრში?
ყველა ამ მოქმედებას ხომ ბევრად მეტი დრო სჭირდებოდა, ვიდრე უბრალოდ მძინარე ბავშვის საძნებელში მოკვლას, ან მარანში დატოვებას?
იცოდა თუ არა მკვლელმა, თუ რა დახვდებოდა მარანში, ანდა საერთოდ რა დახვდებოდა ქვევრში:
სოფელ კოლაგში 2012 წლის ივლისის თვეში (ბავშვის მკვლელობამდე) მომხდარი წყალდიდობა/დატბორვის შედეგად დაგროვილი წყალი, მაჭარი, ღვინო თუ სიცარიელე?
(ნუ ფაქტი, რომ სტიქიამ დააზიანა სოფელი და მოსავალი ცნობილი იქნებოდა ყველასთვის. მაგრამ კონკრეტულად იმ ოჯახის მარანსა და ქვევრში რა ხდებოდა, ვინ იცოდა?)
აღსანიშნავია, რომ შესაძლოა კიდევ ორი ნაწილი დაემატოს: დანაშაული, რომელიც პატარას გატაცებამდე ხანგრძლივი დროის (იქნებ სულაც თვეების) მანძილზე
ხდებოდა, მიმდინარეობდა შორიდან და დანაშაული, რომელიც ბარბარეს გატაცებიდან მის მკვლელობამდე მცირე დროის მონაკვეთში იქნა ჩადენილი.
2) 3-4 წლის ასაკში ბავშვისთვის რაიმე ფაქტი თუ ძლიერ მნიშვნელოვანი აღმოჩნდება და მასზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს, შესაძლოა
ეს მთელი ცხოვრება ახსოვდეს. 4-5 წლის ასაკიდან თანდათან ხდება მეხსიერების ნებისმიერი ფორმის ჩამოყალიბება.
თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 3 წლის ასაკიდან იწყება ბავშვის მეხსიერების ფორმირება და ჩამოყალიბება, არა მანამდე...
არა 10 თვის ასაკში...
ამიტომ, საბჭოთა პერიოდში, როცა ხდებოდა ბავშვის შვილად აყვანა, ცდილობდნენ ეს პატარას 3 წლის ასაკამდე მოსწროთ (მერე კი
მთელი ცხოვრების მანძილზე დაემალათ ეს ფაქტი), რათა ბავშვს ვერ მოეხერხებინა მისი ბიოლოგიური მშობლების ვინაობის გახსენება.
დავუშვათ, ბარბარე რომ დაეტოვებინათ ცოცხალი და 20 წლის შემდეგ ამოწეულიყო ეს საქმე... დანაშაულის მსხვერპლი - ბავშვი ვერ
გამოდგებოდა მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმედ, რომც მოესწრო გამტაცებელთა სახეების დაფიქსირება.
შესაძლებელი იყო თუ არა გამტაცებელთა და მკვლელთა სახეების აღქმა/გარჩევადობა, ეს ცალკე საკითხია. ალბათ არა, იზრუნებდნენ.
ამიტომ, ამ მოტივით ბარბარე რაფალიანცის თავიდან მოშორება, რათა ის მომავალში, ზრდასრულ ასაკში დანაშაულის მოწმედ არ
ყოფილიყო გამოყენებული (საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების შემთხვევაში), თავიდანვე გონივრულ აზრს იყო მოკლებული.
This post has been edited by Катеньки on 5 Oct 2021, 20:46
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.