ჩვენი პრემიერის განცხადებებს თუ წაიკითხავ ვერ გაიგებ....ცოცხალი თავით სიტყვა რუსეთს არ ახსენებს
ირაკლი ღარიბაშვილი - აუცილებელია, ყველამ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
09:46 29-08-2014
ირაკლი ღარიბაშვილი - აუცილებელია, ყველამ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შეშფოთებული ვართ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში "პირდაპირი სამხედრო აგრესიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. აუცილებელია, ყველამ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის უფლებას, დაამყაროს წესრიგი, უზრუნველყოს უკრაინის თითოეული მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვა და მათი ღირსეული მომავალი უკრაინის მთელს ტერიტორიაზე. საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია და საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
საქართველოს პრემიერის განცხადებით საჭიროა, არ დავიშუროთ ძალისხმევა, რათა უკრაინაში დაისადგუროს მშვიდობამ და სტაბილურობამ.
"კიდევ ერთხელ საქართველო მყარად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით უნდა მოხდეს არსებული რთული მდგომარეობის დაძლევა უკრაინაში", - აღნიშნული საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
.................................................................................................................................................................................................................................
ირაკლი ღარიბაშვილი - რაც დღეს ხდება უკრაინაში, ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია
11:50 29-08-2014
ირაკლი ღარიბაშვილი - რაც დღეს ხდება უკრაინაში, ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ და ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს; რაც დღეს ხდება უკრაინაში, ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უკრაინაში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
"ჩვენის მხრივ, რაც შეგვიძლია, ვეხმარებით უკრაინას, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა. რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გავაგზავნე ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა და შემდეგ გადავწყვეტთ, რა სახის დახმარების საშუალება გვექნება. იქნება ეს მედიკამენტებით დახმარება, დაჭრილი მოქალაქეების გადმოყვანა საქართველოში, მათი მკურნალობა-რეაბილიტაცია თუ სხვა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.