გამარჯობა,
ერთი შეკითხვა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ: თუ ჩემი წლიური შემოსავალი 40000-ს აჭარბებს, მაგრამ უძრავ ქონებას არ ვფლობ ჩემს სახელზე, მაშინ ეს გადასახადი არ მეკუთვნის? მანქანა მყავს ჩემს სახელზე გაფორმებული მხოლოდ. მე მეგონა 40000-ს თუ აჭარბებდა ხელფასი ყველა ვარიანტში მეკისრებოდა ამ დეკლარაციის წარდგენის და გადახდის ვალდებულება, მაგრამ ეს ყოფილა თურმე "ფიზიკური პირის
ქონების გადასახადი", ანუ თუ ქონებას ჩემს სახელზე არ ვფლობ, არანაირი ასეთი გადასახადი არ მეკისრება, მიუხედავად ჩემი ხელფასისა (რომელიც წელიწადში 40000-ს აჭარბებს)?
ვინც ერკვევით იქნებ დამიდასტუროთ, დღეს ბოლო დღეა და გავრბოდი შემოსავლების სამსახურში და ეხლა დავაკვირდი ამ ფაქტს რო
ქონებაზეა გადასახადი და მგონი არ მეხება

P.S.: და შემოსავალი (ხელფასი) რა პერიოდზე ითვლება? 2013-ის 1 აპრილიდან 2014-ის 1 აპრილამდე, თუ კალენდარული 2013 წლის განმავლობაში?
გმადლობთ