ამაზე ვიზრუნეთ უკვე დიდი ხნის წინ.
ჩემი ოჯახის სასაფლაოზე უკვე ორი ბენდუქიძეა დაკრძალული - ბებიაჩემი და მისი და. კახას მამა მათი ბიძაშვილი იყო, ჰოდა ბებიაჩემის გვერდით არის საკმაოდ დიდი ცარიელი ადგილი და ჩემი ძმა ხუმრობდა ხოლმე, აქ კახა ბენდუქიძე უნდა დავასაფლავო, მაგისთვის ვინახავ ამ ადგილსო
თქვენ ისეთი ადამიანი იყავით, ხუმრობა არასოდეს გეწყინებოდათ ამიტომ დავწერე მაინც - ვიცი, გაგეცინებოდათ

ახლა კი სერიოზულად:
ჩვენ არ გვქონდა ნათესავური ურთიერთობა, პირადადაც არ ვიცნობდი. თვითონ მაინცდამაინც თავს არ იკლავდა ნათესავებთან ურთიერთობით. არც ჩვენ და ასე... ბავშვობაში მახსოვს, მამამისის მათემატიკის გაკვეთილები ტელევიზიით.
მგონი ერთადერთი ადამიანი იყო, რომლის გაცნობაც ძალიან მინდოდა. ვერასოდეს მოვახერხე, არადა ბევრი საერთო ნაცნობი გვყავდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კარგად შევეწყობოდი და სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, როგორი "მძიმე" იყო მასთან მუშაობა

ყოველთვის ასე წარმომედგინა, რომ თუ გავიცნობდი, არც ვეტყოდი რომ ნათესავები ვართ. ან ძალიან გვიან ან ძალიან ბოლოში...
როცა იცინოდა და ლაპარაკობდა, ძალიან ჰგავდა ჩემს ერთ-ერთ მამიდას

თქვენ რასაც აკეთებდით, ყველაფერს ხარისხიანად აკეთებდით, ბატონო კახა.
მადლობას გიხდით, რომ ჩემს შვილს მომავლის იმედი მიეცით. მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დაეხმარეთ და დაარწმუნეთ, რომ სულერთია ვინც არ უნდა იყოს ადამიანი, დედაქალაქიდან თუ რაიონიდან, მაღალი თუ დაბალი სოციალური ფენიდან, მდიდარი თუ ღარიბი ოჯახიდან - თუ მოინდომებს და იშრომებს, წინ ვერაფერი დაუდგება წარმატების მიღწევაში.
მადლობას გიხდით, რომ ჩემი ნათესავი, "უპატრონო", ობოლი ღარიბი ოჯახის შვილი გოგონა დღეს უნგრეთში სწავლობს უფასოდ, აგრარული უნივერსიტეტის წყალობით.
კიდევ იმისთვის, რომ პატარა ადამიანი არ იყავით. და იმ სულმდაბალ უვიცებს, რომ გაფურთხებდნენ და გლანძღავდნენ, "იუდას" გეძახდნენ, ღირსეულად პატიობდით. (აგერ, ვხედავ ახლაც აგრძელებენ). იმისთვის, რომ არცთუ სამართლიანად როდესაც ჩამოგაშორეს სახელმწიფო საქმეების კეთებას, ოპოზიციაში არ წახვედით, ლანძღვა არ დაიწყეთ თქვენი თანამებრძოლების, "ბილწთ არ შეეკარით", თქვენი პრინციპების ერთგული დარჩით და უფრო მაგარ საქმეს შეეჭიდეთ.
ამ ქვეყანას ბევრი კახა ბენდუქიძე სჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ იმ ერთეულებსაც ვკარგავთ, ვინც გვყავდა.
ასე ვფიქრობ მე, თვალები მისველდება და გული ძალიან მტკივა.
არ ვიცი რა დავწერო.
This post has been edited by fermina on 14 Nov 2014, 10:51
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა