თქვენ კიდევ ჩივი ხართ ლარის 20% გაუფასურებას ნახეთ ყაზახეთში რა ხთება აზერები საერთოდ სომხობას ნატრობენ
წლის დასაწყისიდან ლარი დოლართან 19.5%-ით არის გაუფასურებულიაგორა ფინანსები - წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 19.5%-ით არის გაუფასურებული.
2015 წლის 1 იანვრისთვის $1/1.8821 ლარი ღირდა და 8 აპრილისთვის კურსმა $1/2.2490 ლარი შეადგინა.
ამ კვირაში ლარის ლარის მცირედი გამყარების ტენდენცია შეინიშნება - გასული კვირის ბოლოს კურსი $1/2.2574 ლარი იყო.
1 იანვარი- 8 აპრილის პერიოდში დევალვაციის პიკი დაფიქსირდა 26 თებერვალს და მან $1/2.2635 ლარი შეადგინა.
ამ პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე 4-ჯერ ჩაერია და ბაზარს $160 მლნ მიაწოდა. აქედან სამი სავალუტო აუქციონი თებერვალში გამართა და 1 -მარტში. ყოველ ჯერზე ცენტრალური ბანკი ბაზარს $40-40 მლნ-ს აწვდიდა.
Fitch-ი ტენგეს 45%-მდე დევალვაციას არ გამორიცხავსFitch Ratings-ი არ გამორიცხავს, რომ აპრილის ბოლოს ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ, ყაზახეთის ეროვნული ვალუტის, ტენგეს 45%-მდე დევალვაცია მოხდეს.
„ჩვენ ვთვლით, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ტენგეს შემდგომი დევალვაციის შესაძლებლობა არსებობს“, -განაცხადა სააგენტომ.
ყაზახეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში შარშან ვალუტებს დევალვაცია მოხდა. კერძოდ, რუსული რუბლი აშშ დოლარის მიმართ 43%-ით გაუფასურდა. აზერბაიჯანი კი გახდა ენერგომატარებლების ბოლო მსხვილი ექსპორტიორი, რომელმაც ამ წლის თებერვალში გააუფასურა თავისი ვალუტა დოლარის მიმართ 33,5%-ით.
ყაზახეთმა ტენგეს დევალვაცია 2014 წლის თებერვალში გააკეთა და ახლა 1 რუსული რუბლი 4 ტენგედ ივაჭრება, 2014 წლის შუა რიცხვებში კი 5 ტენგედ.
„ადრე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ტენგესთვის კომფორტულია 3.5-დან 4.5 ტენგემდე კორიდორი რუბლთან მიმართებაში, რაც ითვალისწინებს 13-დან 45%-მდე დევალვაციას აშშ დოლარის მიმართ, თუ გავითვალისწინებთ გაცვლით კურსს 2014 წლისთვის“, - ნათქვამია Fitch -ის განცხადებაში.