მე თუ მკითხავ პინკ ფლოიდი არ უნდა ჩაითვალოს პროგრესულ როკად, ალბათ თვითონაც არ თვლიდნენ. სიდ ბარეტის დროს და შემდეგ ორი წელი ფსიქოდელიური როკი იყო. atom heart mother ცოტას წაიპროგებს. მერე ექოს რომ შექმნეს და ახალი პინკ ფლოიდი იპოვეს, ეგ მუსიკა არცერთ ჟანრში არ ჯდება. პროგრესული როკი არის ეს
საუკეთესო პროგ როკ ჯგუფების ჩემი სია
genesis (ყველანაირად სრულყოფილი მუსიკა)
king crimson (ესეც თითქმის ჯენეზისის დონის)
elp (ხანდახან ძაან მაგარი გამოსდიოდათ)
yes (ამათი ვოკალი არ მომწონს, ქალის ხმით რომ არ მღეროდეს genesis-ის დონის იქნება)
jethro tull (ამათაც ხანდახან ძაან მაგრა გამოსდიოდათ, მაგრამ ხშირად იან ანდერსონი ზედმეტად აფრუტუნებს სალამურს)
gong (ყველაზე უცნაური მუსიკა)
rush (ხანდახან ზედმეტად მარტივია, ოთხმოციანების მეტალივითაა)
დანარჩენებს აქა-იქ ვუსმენ, ქამელ, ვან დერ გრააფს და ეგეთებს.