ამ ინტერვიუს თუ ყურადღებით მოუსმენთ, ძნელი მიხვედრი არაა, რომ შტიოლნერმა
საფუძვლიანად შეცვალა თავისი თავდაპირველი პოზიცია
თუ როგორი იყო მისი ვერსია თავიდან, ეს basa-ttt-ს თემის დასაწყისში დადებულ გერმანულ
ფილმებში კარგად ჩანს:
- ქანები შეიცავს ოქროს მნიშველოვან რაოდენობას (ტონაზე საშუალოდ 3 გრამი არის ეს "მნიშვნელოვანი" რაოდენობა, ალაგ-ალაგ - 5 გრამი, მათივე ანგარიშების მიხედვით)
- რადგან ქანების სიმტკიცე აღემატება მის სანგრევად გამოყენებული (ნაპოვნი) იარაღის სიმტკიცეს, ამიტომ შტიოლნერი ვარაუდობს, რომ ქანებს ანგრევდნენ თერმული წესით - ცეცხლით ახურებდნენ კედლებს, მერე კი ასხავდენ წყალს და ქანები ადვილად იშლებოდა.
რადგან ქვაბულში ჟანგბადის რაოდენობა სასუნთქავადაც არასაკმარისია, არათუ ცეცხლის დასანთებად,
შტიოლნერი ვარაუდობს, რომ ქვაბულში გარედან ჰაერს უბერავდნენ, ანუ იყენებდნენ საქშინოებს თუ საბერველებს
ამ ვარაუდების შემდეგ, აღტაცებული შტიოლნერი და ფილმის დიქტორი ასკვნიან - რა უნიკალური მეთოდია და უნიკალური მაღარო! ეს მეთოდი ეგვიპტელებმა ხომ მხოლოდ 1000 წლის მერე გამოიყენეს, საყდრისის მაღაროელებთან შედარებით!
ხო
წყალს ალბათ შლანგებით და წყალსაქაჩებით ასხამდნენ გარედან (აბა შიგნით ვინ გაჩერდებოდა, თუმცა, შეიძლება, იყენებდნენ რობოტს) - ამაზე რას ვარაუდობს, უცნობია
სად წავიდა ამდენი ნახშირი, ამდენი გადამუშავებული წიდა (3 კგ ოქროს მისაღებად 3 000 ტონა ქანის მონგრევა, ამოტანა და გადამუშავება იყო საჭირო) - ესეც უცნობია
ან ვის და რატომ მოუვიდა თავში აზრად, ეგ გორაკი გაეთხარა, რა დაესიზმრა - ასევე უცნობია
ახლა კი თვითნაბად მინარევებზე საუბრობს - ამოვარდა თერმული დამუშავება !!!
ამოვარდა საბერველები, საქშინოები, წყალსაქაჩები და არმირებული შლანგები
ამაშია საქმე
ჯერ კიდევ როდის ვეუბნებოდი
ბასას
ასე რომ დაეწყო თავიდანვე - მეტი ნდობა იქნებოდა.
საბოლოოდ ვიღებთ, რომ
დიახ, აქ უძველეს დროში მოიპოვებდნენ ოქროს, თვითნაბად ოქროს ან თვითნაბად-მინარევებს
მაღარო კი არა, ბუნებრივი, ტექტონიკური ნაპრალებია
ქარმა, წვიმამ და აშ - დაშალა ქანები, გამოფიტა, გამორეცხა და დარჩა ზედაპირზე თვითნაბადი ოქრო
-ე, ბიჯო, ტრი ძევიატკაო - ვიღაცამ იპოვნა, დასუნა, უკბინა და შეყვნენ თანდათან შიგნით
როცა ბევრი ხალხი დაესია და თვითნაბადი ოქროც გამოილია - ბევრი უხათქუნეს ქვის უროები კედლებზე, დაისისხლიანეს ხელები, მაგრამ არაფერი გამოვიდა
- ერთი შტიოლნერის და არემჯის დამფუძებლებისაცო - დაყარეს ქვები და წავიდნენ.
დროდადრო, წლების, საუკუნეების განმავლობაში, მოდიოდენ ხოლმე სხვა დაგოიმებულებიც თავისი ინსტრუმენტებით - ოქროს მაძიებლები
მერე ზოგი მთავრობას აგინებდა, ზოგი - ოპოზიციას
ასე იყო ეგ ამბავი
დანარჩენი მეცნიერებისათვის მიმინდვია - მაღარო იყო, მეტალურგიული ქარხანა
თუ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი
ისე მაგ კომბინატებში გრიგორიჩი ერკვევა კარგად
This post has been edited by crocodile on 24 Dec 2014, 22:18
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)