keTili Zia
Junior Member
    
ჯგუფი: Members
წერილები: 2515
წევრი No.: 1532
რეგისტრ.: 26-December 02
|
#43334245 · 3 Jan 2015, 12:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საერთო გაზეთი ნინო მიქიაშვილი-(ს)თან და David Kobalia-(ს)თან ერთად
ქართველები საქართველოს წინააღმდეგ, ანუ რატომ უწევთ უცხოელ მეციერებს ქართველებისგან საქართველოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა?
ერთმა ჩემმა გერმანელმა მეგობარმა, რომელიც ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს სტუმრობდა საქართველოს, ამ რამდენიმე წლის წინ, სვეტიცხოვლის ტრადიციული დათვალიერების შემდეგ მითხრა: „ყველა სიძველე, რომელიც ათას წელზე მეტი ხნისაა და ჩვენს წინაპარს შეუქმნია, ნურავის ჰგონია, მარტო ჩვენია, იგი მსოფლიოს ხალხთა საკუთრებაა და ამიტომაც უნდა მოვუაროთ მას თვალისჩინივით!“ ...დაწყევლილი “ვარდების რევოლუციის” წელს ექვსი თვე გერმანიაში გავატარე და რომ ვიხსენებ, თითქმის არაფერი დამრჩენია სასიამოვნოდ მოსაგონარი, გარდა იმისა, რომ ბერლინში გავიცანი და დავუახლოვდი ცნობილ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს არნულფ ბარინგს და მის მეუღლეს, ასევე ცნობილ გამომცემელს და პოლიტიკური ჟურნალის რედაქტორს გაბრიელა ბარინგს. კიდევ იყო ერთი ყურადსაღები შემთხვევა, როცა ერთმა ჩემმა გერმანელმა მეგობარმა მცირერიცხოვანი „ქართული დელეგაცია“ ბერლინის „საბუნებისმეტყველო“ მუზეუმში მიგვიწვია!.. საყოველთაოდ ცნობილია გერმანელ არქეოლოგთა დამსახურება ამ დარგის განვითარებაში და ისიც, რომ მათ თითქმის ორი საუკუნეა დედამიწის ზურგზე კუთხე არ დარჩენიათ საფუძვლიანი გამოკვლევის გარეშე, რაც ატყვია კიდევაც გერმანულ მუზეუმებს („Pერგამონმუსეუმ“ ბერლინში, „ღöმისცჰ-Gერამნისცჰეს Mუსეუმ“ კიოლნში და კიდევ უამრავი სხვა...), სადაც უხვადაა ყველა კონტინენტიდან, მათ შორის საქართველოდან, საუკუნის წინ ჩატანილი ნივთებიც, რაც მცირე ნაწილს წარმოადგენს გერმანელ არქეოლოგთა აღმოჩენებისა, მაგრამ ჩვენი ისტორიისათვის მნიშვნელოვანს. მოდით, დავუბრუნდეთ „საბუნებისმეტყველო მუზეუმს“, სადაც ჩემს მეგობრებთან ერთად შევედი. მართლაც გასაოცარია ის შრომა, რაც გერმანელებს ამ სფეროში გაუწევიათ და აქ გამოუფენიათ. არ მოვყვები მათ ჩამოთვლას, სანამ დაინტერესებული პირი ბერლინში ჩავიდოდეს, მას შეუძლია ინტერნეტით გაეცნოს ექსპონატებს. მე, ათასწლეულების წინანდელი ცხოველების, ადამიანების ჩონჩხებისა და თავის ქალების გარემოცვაში, დმანისში, იგივე გერმანელ არქეოლოგებთან ერთად ნაპოვნი „ზეზვა და მზია“ გამახსენდა. წინასწარვე სიამაყით აღვივსე და ჩვენს საგანგებოდ დაქირავებულ გიდს (იქ, ყურთსასმენიანი პლეიერებია გაქირავებაში იმ სტუმრებისთვის, ვისაც, მცირე თანხით, თვალის გარდა, გონების გახარებაც სურს) დარწმუნებულმა, რომ აუცილებლად გამოფენილი იქნებოდა ამ საოცრებათა მუზეუმში, ვთხოვე, დმანისში ნაპოვნი „ზეზვა და მზია“ ეჩვენებინა და მათი ისტორიაც მოეთხრო. რომ იტყვიან, აქ გაფუჭდა საქმე _ არამც თუ გამოფენილი, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა პროფესიონალ გიდს დმანისის „მსოფლიო აღმოჩენაზე“!.. ამან ძალზე გამაღიზიანა და იძულებული გავხდი, ფეხზე დამეყენებინა მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლები. შედეგიც, რომ იტყვიან, „მაშინვე დადგა“ _ მიგვიყვანეს კარადასთან, საიდანაც გადმოლაგებული, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ჟურნალები მაგიდაზე ვერ დაეტია, იმდენი მასალა ჰქონიათ ჩვენი „სახელოვანი წინაპრების” _ „ზეზვასა და მზია“-ს შესახებ! რამდენჯერმე ვესტუმრე ამის შემდეგ ამ მუზეუმს „Iნვალიდენსტრასსე“-ზე და, როცა გამიშინაურდნენ, ასე მითხრეს: „ჩვენ ყველა ექსპონატს ერთნაირად ვაფასებთ და ვუვლით, მაგრამ, თუ ისინი უცხო ქვეყანაშია აღმოჩენილი, განძის მშობლიური ქვეყანა უნდა ცდილობდეს მის წარმოჩენას. თქვენ პირველი ხართ, ვინაც ეს „ბედნიერი წყვილი“ მოიკითხაო!..“ ხმა არ ამომიღია, რადგან გამახსენდა, ისევ ქართველების მიერ „ზეზვასა და მზიას“ პირველ ევროპელებად აღიარების გამო, საქართველოში ატეხილი ეჭვები და ქირქილი. დიდი ხნის წინ, როცა ჯერ კიდევ „გდრ“ და „გფრ“ არსებობდა და არც ერთი არ თმობდა პირველობას _ „გდრ“ სოციალისტურ სამყაროში, „გფრ“ კი _ კაპიტალისტურში, მეუღლესთან ერთად ორი თვე რურის მხარეში მომიწია ყოფნამ. ჩვენი შემოქმედი მასპინძლების წყალობით, თუკი სადმე თვალის შევლება და ხელის მიწვდენა შეიძლებოდა, სანახაობა და მუზეუმი არ დაგვრჩენია დაუთვალიერებელი. რა თქმა უნდა, მათ შორის „Köლნერ Dომ“-ი და მის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე „ღöმისცჰ გერმანისცჰეს Mუზეუმ“-ი. სულ რაღაც ნახევარი საათის შესულები ვიქნებოდით მუზეუმში, როცა ჩვენმა გიდმა, საოცრების წინაშე დაგვაყენა: მუზეუმის სარდაფში, ვანის, ახვლედიანის გორაზე ნაპოვნი ექსპონატების მდიდრული გამოფენა ვიხილეთ. ვიფიქრე _ საქართველოდან ჩამოიტანეს და გამოფინეს-მეთქი, მაგრამ მარინამ, ჩემმა მეუღლემ, მიმანიშნა _ ნახე რა აწერია ექპოზიციასო _ „ნაპოვნია მე- 19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის სამხრეთ პროვინციებში“... არავის გახსენებია საქართველო! არ გავაგრძელებ, რა დისკუსიები მოჰყვა ამ ამბავს მასპინძლებთან _ ეს სხვა თემაა!.. სათითაოდ გადავიღე ეს ექსპონატები სლაიდებზე და ჩამოვიტანე თბილისში. არ დამიტოვებია თსუ, ისტორიის ინსტიტუტი თუ მუზეუმი, მაგრამ თავი არავის მოუკლავს მათი მოძიებით. ათი წლის წინ იგივე სურათი დამხვდა კიოლნში, შარშანწინ კი საერთოდ გატანილი იყო ექსპოზიციიდან და მითხრეს არქივში იქნება გადატანილიო! უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რამაც იქამდე მიგვიყვანა _ ჩვენი, ქართველთა უყურადღებობის გამო არ ვჩანვართ იქ, სადაც უნდა ვკაშკაშებდეთ! შორს სად მივდივართ?! როცა ბატონი გია კვაშილავას მიერ „ფესტოსის დისკოს“ გაშიფრვამ მსოფლიოს ენათმეცნიერთა საყოველთაო აღიარება მოიპოვა და ამ თემაზე მიძღვნილი, მარტო უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოქვეყნებული, ანოტაციები ათეულობით გვერდზე არ ეტევა, ქართველ ენათმეცნიერებად წოდებული ზოგიერთი ჭილყვავი კი უარყოფს და სიყალბედ აცხადებს მას! ფუი, თქვენს გამჩენს, თქვენ ქართველებად როგორ უნდა იწოდებოდეთ!.. რურის მხარის ქალაქ ჰატტინგენის გიმნაზიის დირექტორი მოგვიყვა საინტერესო ისტორიას „დიპლომატ-ჩემოდნის“ შესახებ: „მეორე მსოფლიო ომის დამთავრების წელს სასტიკი ზამთარი იდგა გერმანიაში. ომწაგებული ქვეყნისთვის უპირველესი საზრუნავი ენერგეტიკული პრობლემის მოგვარება იყო. მამაკაცებამოწყვეტილ ქვეყანაში მეშახტეობა ქალებმა იტვირთეს და ყველა სოფელსა თუ ნაქალაქარში გორებად ეყარა დაკოქსილი ქვანახშირი. ოჯახზე რვა კილო იყო დაწესებული (ნორმალური მოხმარებისთვის სამჯერ მეტი იყო საჭირო!). წარმოიდგინეთ, სამუშაო დღის ბოლოს, რამდენი მწონავი დასჭირდებოდა საწვავის განაწილებას. ქვეყანას ხარჯები რომ შემცირებოდა, თვითონ ხალხმა მოიფიქრა, დაემზადებინათ მოხერხებული ყუთი თუ დიპლომატი (ისე უწოდეთ, როგორც მოგეწონოთ!), რაშიც ზუსტად რვა კილო, ან ცოტა მეტი ჩადიოდა და თვითონ ემსახურებოდნენ საკუთარ თავს...“ მე და ჩემს მეუღლეს მომავალი კვირის ბოლოს „სიურპრიზი“ შემოგვთავაზეს და სამასი წლის წინანდელი, თითქმის საუკუნის წინ დახურული ქვანახშირის მაღარო დაგვათვალიერებინეს. საგანგებოდ მოწყობილი ფეხით სავალი ბილიკით, რიბი-რაბომოდებული გვირაბი გავიარეთ და მცირე ზომის დარბაზს მივადექით, სადაც ჭერსა და იატაკზე პატარპატარა ძუძუკებივით ამობურცული წყლის ნაწვეთურები საგანგებოდ გაენათებინათ! მაშინვე მივხვდით, რისთვისაც მოგვიყვანეს აქ მასპინძლებმა. ხმა არ ამოგვიღია, რადგან სათაფლიის, ახალი ათონის, ნავენახევის მღვიმეების და იქ დაცული მილიონი წლების წინანდელი სტალაქტიდების და სტალაგმიტების პატრონებს რა გაგვაოცებდა, მაგრამ კარგად გვესმოდა, რომ ყველა იმითი ამაყობს, რაც აქვს, ხოლო რაც არა აქვს, იმის სანახავად სტუმრად მიდის! სამწუხაროდ, ეს აქსიომა ქართველთა იმ ნაწილზე არ ვრცელდება, რომ?ლიც საკუთარ სახლში ნაპოვნსა და წინაპართა მიერ შექმნილს მუდამ ეჭვის ქვეშ აყენებ?! დასანანთან ერთად დანაშაულია, რომ საყდრისის უნიკალურ ოქროს მაღაროს, სწორედ ასეთი ბედი ეწია. იგი ზემოთ ხსენებულთა ნაწილის ხელში აღმოჩნდა და განადგურებისგან, მცირერიცხოვან ქართველ სწავლულებთან ერთად, გერმანელების დასაცავი გახდა! ჩვენდა საბედნიეროდ ამ უნიკალური აღმოჩენის თანამონაწილენი გერმანელები იყვნენ. ამ შემთხვევამ შეიძლება გადაარჩინოს, ოქროსმომპოვებელი ვანდალებისგან, 55 საუკუნოვანი უნიკალური ძეგლი, რომელსაც გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, დოქტორი სვენდ ჰანსენი საქართველოს კულტურის მინისტრისადმი გამოგზავნილ თხოვნა-წერილში ასე ახასიათებს: „DEUთშჩHEშ AღჩHÄOLOGIშჩHEშ INშთIთUთ EUღAშIEN-ABთEILUNG DEღ DIღEKთOღ Pროფ.Dრ.შწენდ Hანსენ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბატონ გურამ ოდიშარიას! პატივცემულო ბატონო მინისტრო, ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი გულისტკივილი საყდრისის რეგიონში მდებარე არქეოლოგიური ძეგლის შესახებ. ოქროს საბადოებისა და მასთან დაკავშირებული ნასახლარის აღმოჩენა, რომელიც თარიღდება ძვ.წ.აღ. 4-3 ათასწლეულით, არის ერთგვარი სენსაცია. ეს არის უძველესთაგანი ოქროს საბადო? მსოფლიოში. მისი შესწავლა წარმოადგენს აუცილებლობას არა მარტო საქართველოს კულტურისთვის, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მესოპოტამიის კულტურებისა და მათი ნედლეულით უზრუნველყოფის კვლევისთვის. საყდრისის ოქროს საბადო წარმოადგენს ერთ-ერთ შთამბეჭდავ არქეოლოგიურ ძეგლს მთელი ევრაზიის კონტინენტზე. ამ ძეგლების უნიკალური სამეცნიერო პოტენციალიდან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია მათი შესწავლა და შენარჩუნება სამომავლოდ. 2005 წლიდან ქართულ-გერმანული ექსპედიცია აწარმოებს არქეოლოგიურ გათხრებს ადრესამიწათმოქმედო ნამოსახლარ არუხლოში (ნახიდურში). სავარაუდოდ, უკვე ამ დროისათვის გამოკვეთილი იქნა ინტერესი მინერალური რესურსებისათვის, რომელიც მოიპოვებოდა მდინარე მაშავერას გასწვრივ. ჩვენი საკუთარი კვლევებიდან გამომდინარე, ამ რეგიონის არსებული უდიდესი პოტენციალი არასაკმარისად არის შესწავლილი. მე მიმაჩნია, რომ ქვემო ქართლში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლებს აქვთ არა მარტო მეცნიერული, არამედ ეკონომიკური დატვირთვაც: კერძოდ შესაძლებელია ტურისტული მარშრუტის შედგენა, რომელიც მოიცავს დმანისს, როგორც ევროპაში უძველესი ადამიანის აღმოჩენის ადგილს; არუხლოს, როგორც ადრესამიწათმოქმედო ნამოსახლარს და საყდრისს, როგორც მსოფლიოს უძველეს ოქროს მაღაროს. შესაძლებელია, ასეთმა მარშრუტმა მიიზიდოს ათასობით ტურისტი. ეს შეიძლება გახდეს პროექტი მომავლისათვის მაშინ, როცა ოქროს მოპოვება მხოლოდ თანამედროვეობის პროექტს წარმოადგენს გრძელვადიანი პერსპექტივის გარეშე. ძალიან გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ არქეოლოგიურ გამოკვლევებს საყდრის??ა და მთლიანად მაშავერას რეგიონში. დაგვეხმარეთ, შევინარჩუნოთ წარსულის უნიკალური ძეგლები. წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისათვის. პატივისცემით, პროფესორი, დოქტორი სვენდ ჰანსენი. ამ წერილის ასლი გადაეგზავნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს“. ვინ იფიქრებდა, ასეთი სულისშემძვრელი წერილის შემდეგ ვინმე კაცთაგანი ეჭვის ქვეშ დააყენებდა ზემოხსენებული ძეგლის უნიკალურობას, მაგრამ... ეს სასწაულიც მოხდა, როცა ოქროს მომპოვებელმა, საეჭვო წარმომავლობის კომპანიამ განაცხადა _ „აქ მილიარდი ლარის ოქრო უნდა ამოვიღოთ, საიდანაც სახელმწიფომ მოგება უნდა მიიღოსო!“ აყაყანდა სეთურის ბანაკი, ქართველ ჩინოვნიკთა „გაკიკუებული“ ნაწილი და მორთო ბღავილი _ „ბევრი ფული ბაბაია, ბევრი ფულიო!“ არქიფო სეთურმაც არ დაახანა, ფეხებზე დაიკიდა არა მარტო ქართველების კუთვნილი უნიკალური ისტორიული ძეგლი და მას, ხან „მოძრავი“, ხანაც „მხოხავი“ უწოდა! გერმანელებს უწუნებენ, ეს ცოდვისშვილები, არქეოლოგიის ცოდნას!.. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ეს უძველესი საბადო მარტო ქართველთა აღმოჩენილი რომ იყოს, ციხეში ჩაყრიდნენ ყველს, კინოფილმ „რეკორდისა“ არ იყოს, „ისტორიულ-კულტურული აფერისტობისათვის!“ გასაოცარია, ამდენი უგვანობა და უჯიშობა ერთმანეთს როგორ ემთხვევა! ამ რამდენიმე კვირის წინ, ინგლისელ ენათმეცნიერთა მიერ გამოთქმულმა ვარაუდმა _ „ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენა ქართული უნდა ყოფილიყოო“ მხოლოდ, ე.წ. ქართველ ენათმეცნიერთა ერთი ჯგუფი ააყაყანა _ „ინგლისელებს რა ესმით, ეგ ტყუილიაო!“ არავის სხვას კრინტი არ დაუძრავს. ჩემო ძვირფასო მკითხველო, ეს სხვა არაფერია, თუ არა ქართულ სივრცეში შემოთესლილი უცხო ტომის ქართულ გვარსახელიანთა ღია შემოტევა, ჩვენი ქვეყნის, ისტორიის უძველესი ფურცლებიდან ამოსაძირკვად!
დავით ქობალია
|