არა ბიჯოოს მე ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა ეთნიკური ქართველების უფლებები. ვინც აზერია ან სომეხი იმათ შედარებით უკეთ აქვთ საქმე რადგან მეორე აზერული, რუსული, სომხური პასპორტებიც აქვთ და თუ როგორ იღებე ეს უკვე სხვა საქმეა ასე შემდეგ...
(მოკავშირე) ამერიკის და კანადის საელჩოების მხრიდან ირღვევა ადამიანის უფლებები და ჩემი სიტყვების დადასტურება შემიძლია ნებისმიერ ინსტანციაში.
უკლებლივ ყველას ვინც ეთნიკური ქართველია არ აძლევენ ვიზებს და უპირატესობას აძლევენ ოსებს, სომხებს, აზერებს და ასე შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს .
სწორედ ბერუჩაშვილის კომპეტენციაა რომ აუხსნას მათ რომ ჩვენ ის ოთხმოცდაათიანების საქართველო არ ვართ! ასევე უნდა აუხსნას რომ საქართველოში საშუალო ფენაც არის რომელსაც გააჩნია ფული და ასე შემდეგ...
ასევე შტატებთან და კანადასთან უნდა გაღრმავდეს კულტურული ურთიერთობები და გავაცნოთ ჩვენი კულტურა და დავუმსხვრიოთ ველური ოთხმოცდაათიანების სტერეოტიპები.
უცხოეთში ქართულ საელჩოებზე ვიტყვი რომ არც უნდა იყოს არცერთი საელჩო რადგან არ იცავენ საქართველოს მოქალაქეებს და არ ასრულებენ თავის მოვალეობებს.
უნდა დაიხუროს ყველა საელჩო და ამით ფულიც დაიზოგება.
ეხლა ვკითხულობ, რათ გვინდა ბერუჩაშვილი თუ ამ ყველაფერს არ აკეთებს? ყავის სმა შენც შეგიძლია და ხელმოწერასაც შენც შეგიძლია და ფულებს და პრემიებს ხომ აიღებ და აიღებ.