narikudaპატიოსანი და მცოდნე პოლიტიკური კადრების მაგარი დემოკრატიული შიმშილია ქვეყანაშია, 100-იდან 99 პოლიტიკაში საწყისადვე მოდის ხამივით ოდენ ფულის საკეთებლად და ფაშასავით (რა კალიბრსაც შესწვდება) გავლენის მოსაპოვებლად, ხოლო დარჩენილ ერთეულთა ასევე 99%-ს მერე მაგრა აფუჭებს თანამდებობა და მათ ირგვლივ შეკრებილი მათი პარტგუნდების და საახლობლოების გაუთავებელი მაჭამე-მაჭამე ტიპის ზეწოლა, რაც მათაც იმ დანარჩენებთან აიგივებს საბოლოო ჯამში...
სანამ მოსახლეობის, ადამიანის პოლიტმენტალობა კარდინალურად არ შეიცვლება ჩვენში დასავლური ღირებულებების მინიმალური სტანდარტის მაინც შემცველობის მქონეთი, არც არაფერი გვეშველება ქვეყანას და ხალხს, ანუ ხალხის ბედი მისსავე ხელშია, უფრო ზუსტად, მისსავე მენტალობით ხელშია...
May21იმიტოა გაბრაზული ბატონი პრემიერი, რო ოციც ბევრია მისთვის, ამხელა კაცმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ რადარებიდან გამქრალებად გამოგაცხადათ, თქვენ კიდევ 20-ამდე ნაცსუბიექტი მიშმამონტებივით გადარჩენილხართ ამ ზედაჯერებით გაცხადებულ პოლიტგამყინვარებას და მაგრა უტყდება რა ეს ჩვენს ბატონ პრემიერს და ადამიანურად მაგრადვე გვესმის ეს და თანავუგრძნობთ მას ამაში მე და მსოფლიო დემოკრატია...
This post has been edited by kodeqsi on 27 Dec 2014, 17:10