24 წელია კერძო სექტორში ვმუშაობ, ჯამში 2-წლიანი წყვეტებით და ამ დროის განმავლობაში მე-13 ხელფასი არ ამიღია.
პრემია მგონი ერთხელ ავიღე თუ ისიც არა, ვერც ვიხსენებ. და მაღალი ხელფასი რასაც ჰქვია, ვერ ვეღირსე. ასე ვთქვათ, საშუალო ხელფასია ჩემი ჭერი. ნუ კარგი, მე გამოვდექი დებილი და ხელფასის ამბავიც ამიტომაა ასე, მაგრამ პრემიის ან მე-13-ის აღება ხომ ჯგუფური საქმეა.
ამ საჯარო სექტორში, ნაციან-ქოციანად, ხომ ჯანმრთელად ხართ?
ასეთს რას აკეთებთ, საინტერესოა. რამდენჯერმე მქონდა შეხება მოხელეებთან და ჩემდენი რომ იმუშაონ ერთი კვირა, მეორე კვირა კურორტზე იქნებიან გასაშვები რეაბილიტაციისთვის. რეალობის შეგრძნებას მთლად ნუ დაჰკარგავთ.
ხოლო გული რომ არ დაგწყდეთ, ნაცსექტის თავზეც გავიარე და ქოცსექტისაც.
* * *
არმაზ ახვლედიანი ხომ გახსოვთ, რა ნეტარქოციც არის.
პრემიებზე საუბრობს, მაგრამ ნაცებს არც ახსენებს.
არმაზ ახვლედიანი - საზოგადოება ყველაზე მტკივნეულად პრემიების საკითხზე რეაგირებდა
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...reagirebda.html"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, 2014 წლის მანძილზე გაცემული პრემიები "უხერხული" იყო.
როგორც არმაზ ახვლედიანმა ამბები.გე- სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საზოგადოება ყველაზე მტკივნეულად სწორედ პრემიების საკითხზე რეაგირებდა.
ახვლედიანის თქმით, ის საზოგადოების ამ მიდგომას იზიარებს.
"თქვენ თუ შეგიძლიათ ხალხში ერთგვარი გამოკითხვა ჩაატაროთ და გაიგოთ საზოგადოების აზრი, მაშინ გეტყვით, რომ საზოგადოება ყველაზე მტკივნეულად რეაგირებდა პრემიების საკითხზე. მე ადრეც შევუერთდი და ახლაც ვუერთდები ამ მიდგომას. მე მიმაჩნია, რომ რბილად თუ ვიტყვით, უხერხული იყო ამ პრემიების გაცემა, მაგრამ მე მეჩვენება, რომ პრემიების გარდა, ალბათ არის სხვა თემებიც, რომელზეც გვმართებს დაფიქრება, გამოსწორება და ამ განწყობით გზის გაგრძელება. სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შეიძლება გაცილებით უფრო მეტი სირთულე შეექმნას ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას. ჩვენ ყველას ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ საზოგადოებამ აგვირჩია განსაზღვრული დროით და განსაზღვრული შეკვეთით. გვახსოვდეს, რომ დრო გადის და შეკვეთა, ანუ ამომრჩევლის სურვილი კონკრეტულია და აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა ამბები.გე-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
This post has been edited by Geronti on 30 Dec 2014, 13:09