დელვეკიოკი! --- მეტის ღირსები ვართ, როდესაც ჩვენვე
ვყიდით და ვღალატობთ სამშობლოს და მამლუქებად
გავრბივართ უცხოთა კარზედ სხვათა სამსახურ-გასამდიდრებლად.
მერე ნიანგის ცრემლებით ვარჩენთ აქ დატოვებულ უმწეო ახლობლებს
და გარეთაც ყველაზე მეტად ისევ და ისევ თანამემამულეებს
უფრთხით , რათა უძნელესად მიღწეულ კარიერას უმალ დაგინგრევენ
შურით და ბოღმით...
ასე დათითოებულნი რატომ ვარსებობთ და რა გვჭირს --- ამის სათავეა
ყველასათვის ნათლად გასაცნობიერებელი.
ცრუ და ფსევდო გავიბატონეთ და რისიც გვწამს --- სწორედ ისინი გვწირავენ რატომღაც.
აბა სათავე ბრძანე ამისა, რათა ნიშნისმოგებიდან სასიკეთო კურნებაზე გარდავიდეთ ღირსეულად და მართლად.
უბრალოდ მიგანიშნებ: თუ სათავე ბილწია --- როგორღა იდენს იქიდან წყარო ანკარა?
თორე ნიშანმოსაგები და დასაწუნებელ-საქილიკო ისედაც მრავლადაა
ერის დაწყლულებულ სხეულზედ, რომელსაც ისევ და ისევ --- ქართველთა
მეტი არავინ ჰყავს პატრონი და არც არასოდეს ჰყოლია...
განა არ ავუსრულეთ შაჰაბასს ნატვრა ცვენი ერთობის მოშლაზედ?
და რატომ, რისთვის... ვის რა ვირი მოვპარეთ და წავართვით?
იქნებდა ჩვენშივეა სნეულებანიც და ხსნანიც განათლებული?
განა მაცხოვარი დასჯად მოვიდა და მხოლოდ განსაკითხავ-სამხილებლად?
იქნებდა ხსნად მოვიდა, რათა ჩვენივე განათლებული ნებითვე უარვჰყოთ
წუთისოფლის მთავართა ბოროტეული მეუფეობანი?
თქვენამდე მე მომიძულაო და ამიტომ გიყვარდეთ ერთმანეთი და ჩემში
მტკიცე სიყვარულით და ერთგულებით დაიძლევაო ბოროტიო!
ამის ღალატმა ჰქმნა ისა --- რაცა ჰქმნა იავნანამა...