სულ სხვა კუჭის ტკივილი აწუხებთ დინასტიურ ოქროს
ქურდ-ყაჩაღ-ვანდალებს...
მანდ რომ საერთაშორისო დონის არქეოლოგ ექსპერტთა
ჯგუფი ჩავიდეს და ყველა ასპექტით მოხდეს მთლიანად
მადნეულ-კაზრეთის საბადოს ასევე გეოლოგიური ექსპერტიზა
სრული და ,ყოვლისმომცველი კვლევისათვის --- ბევრი რამ ამოიწევა
საუკუნის ძარცვაზეც,ნამდვილ მარაგებზეც, აქამდე დატაცებულზეც და
უძველეს ძეგლებზე ჩატარებულ ისტორიულ-კულტურულ ვანდალიზმზეც, რაც ათეული წლებია მიდის მთელ რეგიონზე და მიმდინარეობს ფართო
მასშტაბის ციანიდური დაწამვლით, რასაც ემატება ეკოლოგიური ზიანიც.
დიდი სკანდალი ელით ედიკას დინასტიურ ლეკვებს და კონფისკაციები ზიანის ანაზღაურებით...
ამაზედ წიოკობენ, რომ როგორმე შეირჩინონ ერისა და ქვეყნისათვის
მოპარულ-მითვისებული ოქროს ზოდები და სხვა არანაკლებ ფასეული
ლითონ-მინერალებისგან მიღებული შემოსავლები.
კიდევ ამიტომაცაა აუცილებელი საბადოს და რეგიონის სერიოზული
და კომპლექსური შესწავლა.
ფაქტია, რომ რეგიონის მოსახლეობა ნამცეცებსაც ვერ იღებს
საკუთარი უზარმაზარი სიმდიდრიდან.
რა დიდი მიხვედრა უნდა იმას, რომ სასტიკად არ სურთ მანდ რაიმე
ისტორიულ-კულტურული კერის არსებობა დადასტურდეს...
მითუმეტეს მსოფლიო მნიშვნელობის, რადგან
უსახელოს და მიზერულად
დათრეულს ფარულად და ულმობლად გაუწევენ
უსასტიკეს და ვანდალურ ექსპლუატაციას ზეფანტასტიკური მოგებებით
და დაუსჯელი დანაშაულის
უპასუხისმგებლობითი სინდრომით...
მაგრამ ისიცაა ნათქვამი:
კაცი ბჭობდაო და ღმერთი იცინოდაო! (სატანის ჭყვიტინ-წყევლა-ღრიალზედ...)
მოკლედ: დაერხათ!
This post has been edited by triumpi on 17 Jan 2015, 17:20