#43833730 · 21 Feb 2015, 19:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Geronti
QUOTE | რიმიტიული ჯიბრი. ეს სენია, სავარაუდოდ, უკურნებელი. ყოველ შემთხვევაში, განკურნებულების ნახვა ძნელია. დაავადებულთათვის მეორეხარისხოვანია საქართველოსა და თუგინდ თელ სოფლიოში მიმდინარე მოვლენები. ისინი თავისთავად კი არ არის საინტერესო, არამედ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი გამოდგება პარტიული კამათის ჭრილში - ვითომ რამის არგუმენტად, ნიშნის მოსაგებად და მისთნ. მაგალითად, გუშინ წავაწყდი, ცნობა იყო, უკრაინაში რუსეთი შესაჭრელად ემზადებაო და რეები დადეს (არა ამ ფორუმზე) - ახლა დაიცვან ისინი ნაციონალებმაო, მაგათ იციან, როგორ დაამყარონ მშვიდობაო და ა.შ ანუ, რაკი უკრაინაში არ გაიზიარეს ნაციონალების მიმართ ქართველების აგრესია, ამ ჩვენს პაციენტებს უკრაინა რუსეთის მიერ დასაქცევადაც ემეტებათ. ისიც არ გაახსენდებათ, რომ ამით ჩვენც უფრო მოგვიახლოვდება საფრთხე. სენია, აბა რა. ჯიბრუს კავკაზიკუს აეროტიტიკუს.
|
ზუსტი აღწერაა.
* * * Geronti
QUOTE | სენია ეს. ნეტარქოცებს კი პოლიტიკანობა ჰგონიათ. |
* * * nigo QUOTE | უკრაინის წინსვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი ასპექტით.გამიხარდება მისი წარმატება. |
დასტური! ასე უნდა ფიქრობდეს ყველა, ვისაც საქართველოს სახელმწიფოს არსებობა სურს.
--------------------
”ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა” ”აზრი სწორი და შრომა მედგარი, ბედნიერების მოსაპოვებლად ერთი სახსარი მხოლოდ ეგ არი” "კახელების აღმა ხნულნი ქართველებმა დაღმა ფარცხეს" "სადაც ხარ და რაც გაქვს იმით გააკეთე ის რაც შეგიძლია" დეოკუპაცია! http://aisiforce.org; http://darbazi.info
|