#43660282 · 4 Feb 2015, 18:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | 1. დენი გაიაფდა 20%-ით 2. გაზი გაიაფდა 10%-ით |
სიცრუეა. ფაასები ზუსტად იგივეა. აქ იმენნა მოგვატყუეს და ჩვენც დავიჯერეთ ისე რომ არც კი გადავამოწმეთ, სიტყვაზე ვენდეთ.
QUOTE | 3. დენის და ნაგვის კოჰაბიტაცია დამთავრდა (დენი და ნაგავი გაიმიჯნა) |
ეს მართალია. დიდი პლიუსი ამის გამო + თორე მომიწევდა ისედაც კატასტროფული კომუნალურებისთვის ზედმეტად 20–25 ლარის მიმატებაც.
QUOTE | 4. სასოფლო -სამეურნეო მიწები დამუშავდა |
ეს სირობაა, რაც დასამუშავებელი იყო, ადრეც მუშავდებოდა, თორე ესენი რომ გაჰკიოდნენ სოფლის მეურნეობის მიწები უფასოდ დავუხანით გლეხებსო და გადავხან–გადმოვხანითო, ზუსტად იმ წელს დავდიოდი მწყერზე და თავზესაყრელი იყო ამბროზიანი დაუმუშავებელი ადგილები, პლიუს ნაყანობები, ყანისთვის კიდე შემოდგომაზე დაიხნა, და საყოველთაო უფასო დახვნებთან საერთო არაფერი ჰქონდათ. არა, კი დახნეს უფასოდ ბაზარი არაა, მარა 90% იმათი ვინც ისედაც ხნავდა. მეტსაც ვიტყვი, ნაწილი მიწა როგორც დაიხნა დახნულივე დარჩა, იმიტომ რომ იმას ვისაც მოხვნის ფული არ ჰქონდა, არც დათესვის და შემდგომ ლუტივაციის ფული არ ჰქონდა. შესაბამისად მოხნული დარჩა მოხნულად. თან პრობლემა ერთ რამეშიც იყო, ტრაქტორი არ მოგყვებოდა, თუ შენი ადგილი შორს იყო, უნდა გენახა მომიჯნე და მასთან ერთად უნდა მოგეხნა. თუ ვერ ნახავდი იმ მომიჯნეებს, ან უარს იტყოდა მოხვნაზე მომიჯნე და დაიკიდებდა, შენც ვერ მოხნავდი იმიტომ რომ შენი პატარა 065 მეასედის გამო ტრაქტორი 7–10 კილომეტრს ნამდვილად არ ივლიდა. თვითონაც ხო უნდა დარჩენოდა ხალიავაზე სალიარკა?
QUOTE | 5. იაფი კრედიტების გაცემა მიდმინარეობს |
კი ბატონო, ოღონდ იმათთვის ვისი ქონებაც მაღალ ფასადაა შეფასებული, იაფი კრედიტები კიდე გაიცემა მსხვილი ბიზნესისთვის, წვრილი ბიზნესი ისევ დაკიდებულია.
QUOTE | 7. საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდა - როგორც გადაუდებელი, ისე გეგმიური |
ეს კარგია, ბაზებიც შეუქმნია მომეწონა მარა პრობლემა ისაა რომ არაკომპეტენტური უფრო ბევრია და ხშირად არის შემთხვევები როცა უფრო ზარალდები ვიდრე იკურნები. პლიუს ბავშვთა დაზღვევას დედა აღარ ჰყავს. წინა ხელისუფლების დროს ბავშვთა დაზღვევა ბევრად უკეთესი იყო. ამას ყოველთვის ვიტყვი, ყველაფერი შედარებითია.
QUOTE | 8. ბაღი გახდა უფასო (სექტემბრიდან) |
ესეც ძალიან კარგია, პირადად ვსარგებლობ და ძალიან კმაყოფილი ვარ.
QUOTE | 11. სოფლის 320 სკოლას დაენიშნა ავტობუსი |
არვიცი რომელ სოფლებზეა ლაპარაკი, მარა ჩემი რაიონის არცერთ სოფელში არ დადის სკოლის ავტობუსი. სამაგიეროდ რაიონში მინიმუმ 6 წელია დადის სკოლის ავტობუსი რომელიც სხვათაშორის ამათმა მიიწერეს  QUOTE | 12. ბიზნესი გათავისუფლდა |
მეეჭვება. რომ გათავისუფლებულიყო შეიქმნებოდა სამუშაო ადგილებიც და შემოვიდოდა ინვესტიციებიც. ვფიქრობ რომ ტუფტაა.
QUOTE | 16. პედაგოგების ხელფასი გაიზარდა 70-80ლარით |
100 პროცენტიანი ტყუილი!! სიდედრი მყავს პედაგოგი, ამ წამს დავრეკე და გადავამოწმე, კაპიკი არ მოგვმატებიაო, სექტემბრიდან გვპირდებიან ცოტასო, რამდენით მომატებას, არვიცით კონკრეტულადო.
QUOTE | 17. პენსიები და სოცდახმარებები გაიზარდა |
პენსიების გაზრდაც ტყუილია, რამდენით გაიზარდა პენსიები? აბა დაასახელეთ ციფრი!! მერე შეადარეთ 2012 წლის ოპენსია დღევანდელს და მათი მსყიდველუნარიანობას. თუ გამიუფასურებ და გამიკუპონებ ლარს, თუ გინდა მილიონით გაზარდე თუ იმ მილიონს მსყიდველობითი უნარი 100 ლარისა ექნება. დანარჩენზე მეზარება კომენტარების კეთება, ნახევარზე მეტი აბსულუტური სისულელეა.
--------------------
თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისათვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული? - "თუ მოსახლეობა ირჩევს მექრთამე,უვიც,გამპრავებელ და არაფრისმაქნის ხელისუფლებას,ის მსხვერპლი არ არის,დანაშაულის თანამონაწილეა" ჯორჯ ორუელი
|