ეჰ, ჩემო კარგო

ეს უკვე მოხდა. უბრალოდ დროა საჭირო, სანამ აღქმადი გახდება... და ამის გარანტი ზუსტად ის ხალხი იყო, ვისი გამოფხიზლების სურვილი/იმედი გქონდა

გონმიხდილობა იყო მისწრაფებაც და ძალაც.
შედეგს ან დასავლური ტოტალური და მრავალმხრივი ინდუსტრიალიზაციით აღვიქვამთ (მშვინვიერი განადგურება, რადგან რაციონალიზმი ვერ დავუპირისპირეთ), ან აღმოსავლური სტიქიური მატერიალიზმით (ფიზიკური განადგურება - რაციონალიზმის სიმცირე), ან ორივე ერთად დაგვამღერებინებს საკუთარ რექვიემს...
სამხრეთში მყარად ვართ მილურსმებულნი, ხოლო ჩრდილოეთი ჩვენი აბრევიატურის მზადების პროცესშია.
ხატ-სახეს მიხვდებოდი...
სინამდვილე კი ისაა, რომ აქ თუ სწორად დგას, იქ - სადაც სარკისებური ეფექტია, უკვე დიდი ხანია ამოყირავდა. ჰოდა ანარეკლი რომელიც არის, ისიც კარგად იცი...
კინო დიდი ხანია მორჩა, უბრალოდ ეკრანზე არ გამოჩენილა "დასასრული" - სინათლესაც დრო ჭირდება მანძილის გადასალახად.