Geronti
License to Drill

       
ჯგუფი: Members
წერილები: 24823
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05
|
#43901724 · 28 Feb 2015, 15:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Gia898811
QUOTE | მე ბიბის ტვინში არ ვიხედები და არ ვიცი რას ფიქრობდა, მხოლოდ ვარაუდის დონეზე შემიძლია ვიმსჯელო, მე არაფერს ისეთს არ ვამბობ, რასაც არ ვამბობდი ადრინდელ თემებში ნოემბერდეკემბერში, აქ იმაზეც კი მიდის კამათი, რომ სები საერთოდ ვალუტის კურსთან არაფერ შეხებაში არ არის, ორი ადამიანია რომელთანაც შეიძლება პოლემიკა, რეიდი და 25 შოთა მემგონი, არადა ყველაფერი ზედაპირზე დევს, მთავრობა არის უცოდინარი , მშიშარა , უპრინციპო ადამიანების თავყრილობა, კახის და სერგიენკოს გამოკლებით, აქ ლაპარაკია იმაზე რომ მთავრობამ შეცდომები დაუშვა, მარა არაპირდაპირი, საგარეო ფაქტორების წილიც დიდია, სწორედ ეს არის პრობლემა რომ პოლიტიკური მტერი ჰყავთ სებში და როგორ წარმოგიდგენიათ კოორდინაცია მთავრობასა და სებ ს შორის , ამ დროს ქადაგიძეზე ხმას ვერ იღებდნენ იმიტომ რომ ბიბიმ აპატია და თან დააყოლა კარგი ბიჭიაო, ბიბის ვერავინ ვერ შეეკითხება და თვითონ კი არავისთან არ კონტაქტობს სანამ ურემი არ იქნება გადაბრუნების პროცესში, ეხლა პირს გააღებენ ეს ლენჩები. სებმა ცეცხლზე ნავთი დაასხა და ეს დაწერილი მაქვს როდესაც აკეთებდა ამას. რაში სჭირდებოდა ეს ინტერვენციები, როდესაც აზრი აღარ ჰქონდა და დავარდნის წერტილს ეძებდა ლარი, იმაში სჭირდებოდა რომ ეთქვა აი რეზერვს ვხარჯავ, როდესაც კაცი გამოდის და იძახის ფულადსაკრედიტო პოლიტიკას ვამკაცრებო და განაკვეთს უმატებს მერე, ჩერდება და არ აკეთებს ინტერვენციას , რატომ უნდა გაჩერდე, მაგრამ იცის რაც მოხდებოდა, გაიქცა კურსი და მერე იწყებს პოსტფაქტუმ, ისიც რისთვის რომ საქართველოს ბანკმა პიკზე იყიდოს . ბიბის ყველაფრის არ ცოდნა შეიძლება დააბრალო, მაგრამ ფინანსურ უვიცობას და ყნოსვის არ ქონას ვერ დააბრალებ, ეგ არის მთავარი მის კარიერაში, ფულის და ფასიანი ქაღალდების მართვა იცის. |
თუ რამის დანახვა უნდა ადამიანს, სებ-ის ნებისმიერი სცენარით მოქმედებისას შეძლებს დანახვას. მე სულად არ ვამტკიცებ, რომ ინტერვენციების პოლიტიკა სწორი იყოს და არც იმათ ვედავები, ვინც ამას ასაბუთებს. ერთი შეხედვით როგორც მოჩანს, უდავოდ იყო უცხოური ფაქტორები, იყო მთავრობის მცდარი ქმედებები და აუცილებლად იქნებოდა ეროვნული ბანკის ბრალიც. სხვა რომ არაფერი, პროცესი საკმაოდ სუბიექტურია და ყოველთვის შეიძლება, უფრო ეფექტურად მოქმედების შესაძლებლობა დაინახო. რომ გამოსულიყო ბიძინა და ეთქვა, ეროვნულ ბანკსაც მიუძღვის ბრალიო, პროტესტის გრძნობა არ გამიჩნდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ იტყოდა, რომ მხოლოდ სებ-ს მიუძღვის ბრალიო, შეკითხვა გამიჩნდებოდა - ადრე რატომ ლაპარაკობდა სხვანაირად. თუნდაც ეს, 16 თებერვალს თქვა: “გადაჭარბებული არაფერი მითქვამს, თუმცა, ოპტიმიზმი, ალბათ, ზედმეტად იყო ჩადებული ჩემს განცხადებაში, რადგან პანიკა და აჟიოტაჟი ლარს დააზარალებს. დღესაც ვიმეორებ, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული პროცესები საგარეო და ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული და არა ხელისუფლების სისუსტით. ეროვნულმა ბანკმა დროულად გააკეთა ინტერვენცია და ეს სულაც არ ეწინააღმდეგება იმას, რაც მე ვთქვი - ლარი ჯანსაღად რეაგირებს პროცესებზე. ” ივანიშვილმა კი რა გააკეთა? საბოტაჟსა და სხვების დანიშნულზე საუბრით ეკონომიკური სიბრტყიდან თემა გადაიტანა არაეკონომიკურში. თანაც პოლიტიკურში კი არ გადაიტანა, არამედ მდარე, შეთქმულებების დონეზე. ცხადია, ეს მივიღე, როგორც პრიმიტიული გამპრავებლობა, რომლის მსგავსი აქაც ბალი ორ შაურად იწერება და პროტესტის გრძნობაც ამიტომ გამიჩნდა. ქვეყნის მაყურებელი ასეთ რამეებს არ უნდა კადრულობდეს. თორემ ეკონომიკა რომ ესმის, ამაში სადავო არაფერია.
This post has been edited by Geronti on 28 Feb 2015, 15:08
|