| QUOTE (sulo @ 11 Mar 2015, 21:59 ) |
2015.03.11 ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა გაიყიდა "ბათუმელები" ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე შენობა, რომელსაც ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს უწოდებდნენ, გაიყიდა. შენობა შპს "ბათუმი თაუერმა" შეიძინა 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად. აუქციონზე შენობის საწყისი ფასი 25 მილიონი დოლარი იყო. ელექტრონული აუქციონის მონაცემების თანახმად, შენობის ყიდვის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა. შპს "ბათუმი თაუერი“ 2014 წლის 10 ნოემბერს რეგისტრირებული კომპანიაა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი „CELWOOD INVESTMENT LIMITED“-ია, რომელიც რეგისტრირებულია ბელიზში, ცენტრალურ ამერიკაში. საჯარო რეესტრში კომპანიის საქმიანობის ტიპი ასეა მითითებული: ექსპორტის განმახორციელებელი, მაღაზია, კაფე, ბუფეტი, რესტორანი. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში არანაკლებ ოთხვარსკვლავიანი და ასი ნომრის მქონე სასტუმრო უნდა გახსნას შენობაში.
დღეს პირველად გამიჩნდა 90 წლებში დაბრუნების შეგრძნება, ბაზარში გავიარე სამსახურიდან და ერთ კვირაში 30% ით გაძვირებული დამხვდა. აგერ პრიხვატიზაციაც განახლდა. |
ოხ,ოხ
კაი კაი
1 ლარად გაყიდვას კი ჯობია,შიგნიდან ეს შენობა ცარიელი შავი კარკასია,ახლა ხელშეკრულებით ვალდებულია ჩადოს ინვესტიცია რასაც რამოდენიმე ათეული მილიონი ჭირდება.და როგორც იქნა ამოქმედდება ეს შენობა.
ტუმცა უნევერსიტეტი რომ ყოფილიყო ეს აზრიც მომწონდა მე მაგრამ დაუსრულებელ უნივერსიტეტს ამუშავებული სასტუმრო მაინც ჯობია...
* * *
ახლა ისიც მიაყოლეთ: რო კვლავ ვიღაც უცხოელმა იყიდა შენობა და ჩვენ ქართველები მანდ მონებად ვიქნებით
და სულ დახატავ სურათს