#44022940 · 13 Mar 2015, 14:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბევრი განმასხვავებელია მაშინდელ და ახლანდელ ოპოზიციას შორის.
რაც მომწონს ნელ-ნელა მკვიდრდება საგნობივი და კონკრეტული კრიტიკა, რაც წესით მთავრობასთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგია.
ადრე თუ ზოგადი ბუნდოვანი კრიტიკა და ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ლანძღვა გინება იყო, ახლა უფრო კონკრეტულ საკითხებზეა კრიტიკა
ადრე ნაციონალებს რაზე აკრიტიკებდნენ-აგინებდნენ (ძირითადად)? - ერის ღირსების შელახვაზე, სამშობლოს გაყიდვაზე, ტრადიციების დაკნინებაზე, გადამთიელების ქვეყანაში შემყვანაზე და ა.შ.
ახლანდელი ოპოზიცია მთავრობას უფრო კონკრეტულ და გასაგებ რაღაცეებზე აკრიტიკებს (ზოგჯერ ახლაც არის უსაგნო კრიტიკა) - ეკონომიკაში დაშვებული კონკრეტულ შეცდომებზე, პრემიებზე და დანამატებზე, გაუკეთებელ კონკრეტულ პროექტებზე, საჯაროდ გაცხადებული კონკრეტული დაპირებების შეუსრულებლობაზე და ა.შ.
ცუდი ის არის რომ მთავრობა კრიტიკისგან თავის დაცვას ისეც ძველებურად უსაგნო ზოგადი განცხადებებით ცდილობს. ძირითადად საპირისპიროდ 2 სახის "არგუმენტი" აქვთ: 1. თქვენც ხომ აკეთებდით ამას; 2. თქვენ უფლება არ გაქვთ ჩვენ გაგვაკრიტიკოთ.
იმას ვერ ხვდებიან, რომ როდესაც ნაცები ეტყვიან 2*2=4 და პასუხად თქვენ რა უფლებით ამბობთ ამასო რომ პასუხობენ, მოსახლეობა თვლის რომ "მათემატიკა" არ იციან და ამიტომ გაურბიან თითქმის ყოველთვის კრიტიკას
მოკლედ ნაცების და ქოცების შემადგენლობაში ინტელექტის და გამოცდილების კუთხით ნაცებს აშკარა უპირატესობა აქვთ
|