დამშვიდდით ხალხო
არ არის ეს პროექტი აფიორა
და არც არასდროს ყოფილა
თავიდან იგეგმებოდა მაღლივი შენობის და 5 სართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა
მიკელე დე ლუკის პროექტი იყო

და ძალიან ბევრიც იქნებოდა სავარაუდოდ მაგ პროექტში გადახდილი
აბა უფასოდ ხო არ დახატავდა დე ლუკი

მერე რაც მოხდა ყველამ იცის
მიშას დავალებით გაამწესეს კიღურაძე ციხეში
თან ჯაშუშობის ბრალდებით

იმიტომ რომ წილი არ მისცა პროექტიდან
ახლა გამოვიდა და აპირებს დაასრულოს პროექტი, ოღონდ მოდიფიცირებული ფორმით - იმ ცათამბჯენს ვეღარ აშენებს და მხოლოდ 4 თუ 5 სართულიანი სავაჭრო ცენტრით შემოიფარგლება სავარაუდოდ
დაფინანსებასაც მოძებნის აუცილებლად. ეგეთ პროექტებს საკუთარი ფულით არავინ აშენებს. ბანკის ან ფონდების სესხებით შენდება ხოლმე. ჰოდა ან რომელიმე ბანკი დააფინანსებს ან კიდევ ფონდი. საქართველოში ეგეთი ფონდი ერთადერთია - თანაინვესტირების ფონდი. ჰოდა იმედია მიიღებს დაფინანსებას. რადგან აანონსებს, ალბათ უკვე აქვს კიდევაც, სხვანაირად ამხელა ნიუსებს არავინ აქვეყნებს, როგორც წესი.