eeellloooახლა ისე გეტყვი,რომ ვეღარ დაწერ --- ვერაფერი გავიგეო...
საიდუმლო სერობა დევნის გამო ჩატარდა საიდუმლოდ.
პური ქრისტესი არის მისი ხორცშესხმული მოძღვრება, რომლის ძარღვებში მარადიულად ჩქეფს სისხლისფერი ღვინო ამ მოძღვრების ნათლად აღსასრულებლად და ეს ზიარება ეუწყა მთელ კაცობრიობას ქრისტესთან თანაზიარობისათვის. --- რათა არავინ დაიღუპოს სიკვდილის ტბაში, გადარჩნენ ამ პურ-ღვინის მადლით და საუკუნოდ ცხონდნენ აქაც და იქაც.
ღვთაებრივი ცეცხლის გარდმოსვლა --- ადამიანზე სულიწმინდის ნათლობის გარდმოსვლას ასახავს, რის შემდეგაც სულის სანთელი ანთია ადამიანში მწველი სიყვარულის ალით.
გარეგნულ- ფიზიკური, რომელსაც ყველა ხედავს --- მიმართულია შინაგანის არსებობის გასაცნობიერებლად, რომელიც უსასრულოდ აღმატებულია გარეგნულ-ფიზიკურზე.
როდესაც უმთავრეს მნიშვნელს ანიჭებენ გარეგნულ- ფიზიკურს --- ეს იგივეა წარმავალი დააყენო წარუვალზე წინ და ეს უსამართლობაა, რადგან მიწიერი მიწას უბრუნდება და სულიერი შემომქმედს უმწიფარ სულად.
მაცხოვარის მიერ ბრმების, დავრდომილების, კეთროვანების და სხვა სნეულთა ფიზიკურ განკურნებებზე მთავარი აქცენტის გადატანაც ასევე
აკნინებს სულიერი სიბრმავის, სულიერი დავრდომილობის, სულიერი კეთროვანების კურნებას, რომელსაც ახდენდა სინამდვილეში მაცხოვარი.
ჩემი ზემოთქმულების დასტური უამრავია ოთხთავში და ქრისტეს დამცირებაა სწორედ ფიზიკურ-გარეგნულ კურნებებზე უმეტესი აპელირება და უდიადეს სულიერ კურნებებზე ხშირად გაუგებარი დუმილი...სწორედ იერარქ მღვდელმსახურთა მიერ.
უმთავრესი ახალ აღთქმაში არის თავად ქრისტეს უშუალო მოძღვრება!
და იგია უპირველესი მღვდელთმთავარი მელქისედეკას წესით უკუნითი უკუნისამდე და ყოველი დანარჩენნი არიან მსახურნი მაცხოვარის მარადიული ეკლესიისა.
ნუთუ საკამათოა ის, რომ წუთისოფლის წარმავალ-ფიზიკურ კურნებებს არანაირად არ დააყენებდა სულიერ კურნებათა ახლო რანგში მაცხოვარი?
ასეა ცრუდ მატერიალიზირებული უმთავრესი, როდესაც მკაფიოდ გვეუბნება: მიეცი კეისარს კეისრისა და უფალს ღვთისა!
ორნი იქნებიან ყანაში, საწოლში.... და ერთს წაიყვანენ!
ერთ ადამიანზეა საუბარი --- ერთი მიწიერი, იგივ ფიზიკური სხეული მიწას დაუბრუნდება სამყაროსვე კანონიზმიერებებით
და მეორე, იგივ სული წარიყვანება საწყისში.
არც ისაა ახალი საიდუმლო, რომ ქრისტეს ერთიანი ეკლესია უგუნურად დაყვეს სხვადასხვა სახელდებით ამპარტავანმა იერარქებმა და დღემდე ოპონენტებს ამით უხვად კვებავენ თავიანთივე დაქსაქსულობით და ეს იმ დროს, როდესაც ერთი და იგივე ახალ აღთქმას ეფუძნებიან და ერთ მარადიულ მოძღვარ მღვდელთმთავარს --- ქრისტე ღმერთსა!
ხე კი ნაყოფნით იცნობა!
ნამდვილი თეისტი და ნამდვილი ათეისტი სინამდვილეში უკონფლიკტო მეგობრები არიან და ერთმანეთის მრწამსს უბრალოდ პატივს მიაგებენ კეთილმოსურნედ.
და რატომაა ეს ასე და არა ისე --- იოლი გასარკვევია, რადგან მათ მხოლოდ ნელთბილნი ესხმიან თავს და შეურაცხყოფენ.
ნელთბილები კი ირგებენ ნებისმიერ საზოგადო, თუ რელიგიური მიმართულებების წევრთა სახელებს და ნიღბებს.
ამიტომ გაგვაფრთხილა ჯერ კიდევ 2000 წლის წინ:
ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ნელთბილებს!
მართლად მადიდებელი კი არასოდეს ცრუობს, რადგან უწყის სიცრუის სივერაგენი და დაუნდობლობანი მისი ბუმერანგისა.
ვნახოთ... გარდმოსვლაი ელოსი რისხვითაი!
თეისტებისაგან

ათეისტებისაგან
ნელთბილებისაგან კი