ცერცვაწადი შვილო მოფსი დაიძინე, რა დროს შენი პოლიტიკაა
შენივე ლოგიკა გეწინააღმდეგება და მე რაღა დავამატო?
შენი ლოგიკით ვისთანაც ტერიტორიული კომფლიქტი გაქვს, მაგ ქვეყნის პრეზიდენტზე ხმამაღლა უნდა იძახოს ჩვენი ქვეყნის მართველმა მტერიაო?
მასეთივე კითხვა რო დაუსვან ღარიბაშვილს ერდორანზე მტერიაო?
ან ალიევზე მტერიაო?
რა უნდა უპასუხოს ღარიბაშვილმა? მტერიაო უნდა თქვას?
დარწმუნებული ვარ ხვალ ვიღაცამ რო კითხოს ღარიბაშვილს ერდოღანი მტერიაო, პირველი შენ იტყვი რო ვიღაცა პროვოკატორია ვინც ამ კითხვას უსვამსო.
პირადად ჩემთვის პუტინიც, ერდორანიც, ალიევიც, სარქისიანი თუ ვინცაა სომხეთის პრეზიდენტი, ყველა მტერია, მინიმუმ პოტენციური მტერი და დარწმუნებული ვარ ღარიბაც მასე ფიქრობს დაახლოებით. და ამის ხმამაღლა საუბარი სადაური სპორტია?
რომელ დიპლომატიაში ისწავლება ესეთი მეთოდებით ურთიერთობის მოგვარება და საქმის კეთება?
კაცმა რო გკითხოთ ლიბერალები და მშვიდობის მტრედები თქვენ ხართ, ხოლო გრუზინი და რადიკალი მე
პ.ს. მაგრამ საქმე იცი რაშია? დარწმუნებული ვარ 100% რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს სულაც არ ადარდებს არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, და პირიქითაც გახარებულებიც არიან ეს კომფლიქტი რო არსებობს. მაგ ხალხს სულაც არ გაუხარდებათ ამ ტერიტორიების დაბრუნება, რომ დავიბრუნოთ. ამ ხალხის უმთავრესი მიზანი და მისია არის რუსეთის გინება და ურთიერთობის რაც შეიძლება დაძაბვა. ამ თავიანთ ბინძურ საქმეს კი ამ კომფლიქტებით ტერიტორიული კომფლიქტებით ამართლებენ, თითქოს შეტკივოდეთ გული.
ხვალე რო გამოვიდეს პუტინი და ეს ტერიტორიები დაგვიბრუნოს, 100% ვიცი რომ ამ ქვეყანაში ვინც დღეს პატრიოტობასაა ამოფარებული, მაგათი 80%-ს არ გაუხარდება და მაგარი გაუტყდებათ. ვირტუალურ პატრიოტებს ვგულისხმობ.
იმიტომ რომ ეგენი ამით ჭამენ პურს და ამიტ სულდგმულობენ ათწლეულებია უკვე.
მაგათვის მთავარია ინტრიგა, მაგაში იღებენ ფულს. აი ტერიტორიები და ხვალ ზეგ რა იქნება სულ ახატიათ. აი ამას უჭერთ მხარს და ამ კატეგორიის ხალხის პროპაგანდის მსხვერპლი ხართ.