საქართველოს ირანელი ვიზიტორები სომხეთმა წაართვა
http://commersant.ge/?m=5&news_id=22071&cat_id=5ირანსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გეგმები ჩაიშალა – გამკაცრებული სავიზო რეგულაციების ფონზე, საქართველოში ირანიდან ტურისტული მიზნით ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა და, შესაბამისად, ავიარეისების აღდგენა დღის წესრიგში არ დადგა.
ვითარება ვერც ირანულმა ახალმა წელმა გამოასწორა, რომელიც 21 მარტს დადგა. ირანელმა ვიზიტორებმა საახალწლო არდადეგების გატარება საქართველოს ნაცვლად სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში გადაწყვიტეს.
საქართველო-ირანის სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ათასობით ირანელი ტურისტი, რომელსაც თანხა საქართველოში უნდა დაეხარჯა, სომხეთში გაემგზავრა, სადაც, მისივე ინფორმაციით, მარტის ბოლოს სასტუმროები ირანელი ტურისტებით სავსე იყო.
ვითარების გამოსწორების იმედებს მთვრალაშვილს 17-19 მაისს, თეირანში დაგეგმილი საქართველო-ირანის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომა აძლევს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.
*********
ჩემი მხრიდან მინდა დავამატო პატარა "კვლევა", შევდივართ ბოოკინგ.ცომ-ზე, ავიღოთ საორინტაციოდ პირველი ივნისი, ვეძებთ თავისუფალს სასტუმრო ნომერს ერევანში.
პირველ ივნისს ერევნის სასტუმროების 43% დღეის მდგომარეობით წინასწარ დაჯავშნილია. ეგ პროცენტის ნიშანი გვერდზე იდება მაშინ, როცა ქალაქის ნომრების 20%-ზე მეტი დაკავებულია.

ეხლა შევდივართ თბილისის გვერდზე, იგივე რიცხვში თბილისს არ ადევს ეგ ნიშანი, ანუ თბილისის ნომრების მინიმუმ 80% თავისუფალია ჯავშნისთვის 1 ივნისს.

მეზარება პრინტსკრინით მუშაობა, თქვენ თვითონ შეგიძLიათ სხვა რიცხვებიც გადაამოწმოთ, ივლის, აგვისტო, სექტემბერში უფრო სავალალო მდგომარეობა გვაქვს.
წინა წლებშიც ვამომწებდი ხოლმე ბუქინგკომს ინტერესის გულისთვის და რეგიონში ყველაზე დაკავებული ქალაქები თბილისი და ბათუმი იყო

როგორ მოხდა, რომ სომხეთმა, თავისი ძალიან მწირი რესურსით გვაჯობა?!
რა მოხდა ბოლო 2 წელიწადში? ყოველთვის ლიდერები ვიყავით.