maxviliძალიან კარგად მესმის ეგ ყველაფერი, გასაგებია და გამაღიზიანებელიც გარკვეულწილად. მაგრამ პროცესია ეგეთი გასავლელი. ყოველთვის ეგრე არ იქნება.
დაიღლება ხალხი ამ მარაზმზე ლაპარაკით, ისინიც დაიღლებიან და მორჩება მთელი ეს პონტი.
შვილს რომ ზრდი ყოველ Dრე ასწავლი რაღაცეებს ხომ? სკოლაშიც ასწავლიან ქცევის ნორმებს, კანონებს, ა,შ. საზოგადოების აღზრდის ფორმატებს კი რეგულაციები ითვალისწინებს,
შენ რომ ლონდონში ჩამოხვალ და ინგლისელმა რომ არ უნდა გცემოს იმიტომ რომ ინგლისელი არ ხარ, არის კანონი და ეს კანონი იცავს შენს თავისუფლებას, სუვერენიტეტს და ხელშეუხებლობას, ეს არომ ასე არ იყოს, მაშინ ჩახვალ სადმე სხვა ქვეყანაში, დსაგესევიან ადგილობრივები და ჩაგქოლავენ - მხოლოდ იმიტომ რომ მათნაერი არ ხარ, მათ ენაზე არ მეტყველებ, მათნაირად არ გამოიყურები.
ეხლა უბრალოდ კრიტიკულ ზღვარზე გადადის ქართული საზოგადოება. მიეცი კიდევ 10 წელი და ეგ არის. ამ თემის ხსენებაც აღარ იქნება.
ხოდა ეგ არის. უმრავლესობა რომ დაიკიდებს, მაშინ დამთავრდება ეგ ბაზარი. და ეგ დრო ძალიან მალე მოვა.
ჩვენ არასოდეს ვყფილვართ ფუნდამენტალისტი საზოგადოება, არც იემენი ვართ და არც სომალი. ჩვენ შეგვიძლია ძალიან მალე სუპერ განვითარებული და ცივილური საზოგადოება ჩამოვაყალიბოთ. გაცილებით უფრო ტოლერანტული ვიდრე ბევრ ევროპის ქვეყნებშია.