#45729402 · 20 Sep 2015, 11:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | დაარსოს კლინიკა სადაც იგივე გადამრჩენელი მკურნალობა ჩაუტარდება ლეიკემიან პაციენტს უფრო იაფად (და მერე დააფინანსონ ის უფრო იაფი მკურნალობა) |
იაშვილში ხომ მკურნალობენ ვითომ ლეიკემიან ბავშვებს უფასოდ? მაგრამ რა დღეში ყავთ ბავშვები, მარტო ახლობლებმა იციან. ჯერ ერთი, სწორად დიაგნოზს ვერ სვამენ, ათას რაღაცას მიედებიან და მდგომარეობას ურთულებენ ბავშვებს. აღარ დავაკონკრეტებ, რომელ ბავშვებზე მაქვს საუბარი, მთელმა საქართველომ იცის. ჩემი ნათესავის ბავშვი მოხვდა მანდ, ლეიკოციტები ქონდა მომატებული, დაუსვეს ეგრე კიბოს დიაგნოზი.შემდეგ კიდევ კარგი სოლიდარობის ფონდის მეშვეობით თურქეთის ერთ სერიოზულ კლინიკაში წაიყვანეს გამოსაკვლევად, აბსოლუტურად განსხვავებული დიაგნოზები და მკურნალობის მეთოდები დახვდათ იქ..
ეგეც ამ ახლობლისგან ვიცი, რომ რაც ეს კლინიკა ფინანსდება და როგორი მოვლილიც უნდა იყოს, იმის მეათედი არ კეთდება, იმტიომ რომ ტყდება გამოყოფილი გრანტები და ხანდახან შესამოწმებლად როცა მიდიან, მარტო მაშინ შეფუცხუნდება ყველა. კვებიდან დაწყებული სისუფთავით დამთავრებული ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა იყოს თურმე. მაგრამ სადაა...
ასე რომ ეგ ვარიანტი გამოირიცხა. არც პროფესიონალი კადრები გვყავს და არც იმდენად პატიოსნები, სხვის სიცოხლეს საკუთარი კეთილდღეობა არ ამჯობინონ
QUOTE | მოიძიონ ფული გადარჩენადი ადამიანების გადასარჩენად მკურნალობის უცხოეთში დასაფინანსებლად. |
ამას ვეთანხმები მილიონი პროცენტით!
ძალიან დიდი თანხების შეკრება შეიძლება საპატრიარქოს, სსიპ-ებს და ათას ბიუჯეტიჭამიას თუ მოვაკლებთ ცოტ-ცოტას
--------------------
She’s angry, she’s always angry, it’s the only way she can feel sad and strong at the same time
|