ობიექტურობისთვის:
არანაირი ფლეშმობი ეს არ არის. აშკარად ერთ ტიპს უჭირავს ერთი და იგივე ჰალსტუხი და დაათრევს აქეთ-იქით და უღებს ვიდეოს.

აქ ყველაზე საინტერესო სხვა მომენტებია:
1. მიშას ამ დონეზე "ჩამოლაბორანტება"...ერთის მხრივ ამხელა ამბიციების მქონე ტიპისთვის ერთი პოსტსაბჭოური (თუნდაც დიდი), აღმოსავლეთევროპული ქვეყნის ერთი რეგიონის გუბერნატორობა ნამდვილად პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისია, მეორეს მხრივ, როგორც ჩანს მის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება უკრაინაში არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ სახელისუფლებო წრეებშიც მომრავლდა, რადგან დამეთანხმეთ: რეფორმატორთა გუნდის ხელმძღვანელობა, ქვეყნის პირველი პირის მრჩევლობა, საერთაშორისო მასშტაბის ტიპებთან/ორგანიზაციებთან კონტაქტების გაბმა + კადრების დანიშვნის და ფინანსური რესურსების განაწილების საკითხებში ჩარევა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთი რეგიონის გუბერნატორობა.

2. ერთმნიშვნელოვნად და დადასტურებულად: "პა პოლნოი" კიდია საკუთარი ქვეყანაც, გუნდიც, ყველაც და ყველაფერიც, გარდა საკუთარი თავისა, რადგან უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე, გაიქცა ქვეყნიდან და მიატოვა საკუთარი თანამებრძოლები, რომლებიც ციხეში სხედან, თვითონ კი გააგრძელებს საკუთარი ფანტაზიების დაკმაყოფილებას: გულაობა, პაეზდკები, ზღვა, ნაშები, ცათამბრჯენები მისი პროექტებით და იქიდან მოხვეტილი მილიონები.
3. მას აღარავინ ენდობა ბოლომდე.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey