#44782070 · 3 Jun 2015, 21:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე მგონი, რომ ერთმანეთისაგან უნდა გავარჩიოთ "კოლექტივიზმის პრინციპი" და "გუნდური პრინციპი". კოლექტივიზმი ხშირად გამოიყენება სამეცნიერო ლიტერატურაში. მაგ. აგერ თაროზე მიდევს არციმოვიჩის წიგნი "Коллективные Явления в Плазме" და მეოტრ კიდევ ერთი "Коллективные Эффекты в Жидкостях и Твердых Телах". ორი ავტორი ჰყავს. ერთი იტალიელია მეორე ინგლისელი. აქ კოლქეტივი იხმარება ელემენტარული ნაწილაკებიგან შემდგარი სისტემების დასახასიათებლად. ელემენტარული ნაწილაკები კი იგივური ნაწილაკებია. მათ არა აქვთ არანაირი ინდივიდუალური განმასხვავებელი ნიშანი. არც გვარიშვილობა, არც წლოვანება, არც ფერი და არც არაფერი. მათი დანომრვაც კი შეუძლებელია. ამიტომ კოლექტივი ზუსტად გამოხატავს ყოველ იმ თვისებას რაც ასეთი ნაწილაკებისგან შემდგარ სისტემას შეიძლება ჰქონდეს. ადამიანი კი ცოტა არ იყოს განსხვავდება ელემენტარული ნაწილაკისაგან. თანაც ეს განსხვავება მარტო რაოდენობრივი არ არის. ამიტომ ადამიანების გაერთიანებას უფრო შეესაბამება "გუნდი". მაგ. ფეხბურთის გუნდი. ყვლანი ერთ თამაშს კი თამაშობენ, მაგრამ ინდივიდუალობა ყველას შენარჩუნებული აქვს. ნომერი ყველას თავისი აქვს. ერთი მეკარეა, ზოგი მცველი, ზოგი შუამარბი, ზოგი გარემარბი. პასუხისმგებლობაც ყველას თავისი აქვს. თავდამსხმელი ორი მეტრიდან ცარიელ კარში რომ დაარტყამს და ააცდენს, მეკარეს ხომ არ აგინებან. სსრკ- ში კოლექტივიზაციის მიზანი სწორედ ის იყო, რომ ადამიანებში ინდივიდუალური განმასხვავებელი ნიშანი უნდოდათ მოესპოთ. მაგრამ მაგ იდეამ არ გაამართლა.
|