პირველ რიგში ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს და მართლა ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი
დღეს მთელი დღეა ვადევნებ თვალს განვითარებულ მოვლენებს და 2 სიტყვით მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი
დაახლოებით 10 დღის წინ მდინარე ვერა ადიდდა და ძაღლების თავშესაფარი დატბორა, რის გამოდაც ათობით ძაღლი დაიხოცა
ანუ ეს იყო პირველი სიგნალი მთავრობისათვის და ზოგადად მაისი-ივნისი არის უხვი ნალექის თვეები, შესაბამისად მთავრობას უნდა ეზრუნა ამ სტიქიის შემდეგ და ზოოპარკის დაბალი ზონის მიდამოებიდან (ვერის ხეობა) გადაეყვანა ცხოველები ზოოპარკის მაღალ ზონაში (რომლის დატბორვაც არ მოხდა და იქ მყოფი ცხოველები გადარჩნენ)
ეს კი ზოოპარკში ცხოველების დაღუპვას არ გამოიწვევდა
ასევე სტიქიის დროს, უხვი ნალექის გამო პირველად მეწყერი ჩამოწვა ბეთანია-წყნეთის მონაკვეთზე, რამაც გამოიწვია მდინარე ვერას ჩაკეტვა და წყლის დაგუბება, შემდეგ კი ერთიანად ღვარცოფის ჩამოშლა ვერის ხეობის მიმართულებით, რამაც გამოიწვია ეს კატასტროფა
შესაბამისად, მთავრობის შესაბამის უწყებებ მეწყერის ჩამოწოლისთანავე უნდა მოეხდინა ვერის ხეობისა და ახლომდებარე ადგილების(ახალი გზა, გმირთა მოედანი და ა,შ) ჩაკეტვა მოსალოდნელი ღვარცოფის მოლოდინის გამო და ასევე ვერის ხეობის ახლომდებარე მიდამოებიდან მოსახლეობის სწრაფი ევაკუირება
ეს კი გამოიწვევდა სტიქიის ადგილიდან ადამიანების სრულ გაყვანას, რაც მსხვერპლს პრაქტიკულად მინიმუმამდე შეამცირებდა
საბოლოო ჯამში, მთავრობის დაგვიანებულმა რეაქციამ ორივე შემთხვევაში გამოიწვია დიდი კატასტროფა, რისი როგორც მინიმუმ თავიდან აცილება თუ არა ზარალის მინიმუმამდე შემცირება იყო შესაძლებელი სწრაფი და ადეკვატური რეაგირებების შემთხვევაში
აგერ ექსპერტებიც იგივეს იმეორებენ
ბეთანიაში მოწყვეტილი მეწყერი, ნუცუბიძის პლატოდან იყო შესამჩნევიო
მეწყრის ჩამოწოლიდან რამდენიმე საათში წამოვიდა ღვარცოფი ვერის ხეობაშიო
ანუ მთავრობას ქონდა დიდი დრო მეწყერის ჩამოწოლისთანავე დაეწყო ადეკვატური მოქმედებებიო
ანუ მოსახლეობის ევაკუირება ვერის ხეობიდან და გზების ჩაკეტვა, რაც გამოიწვევდა მსხვერპლის მნიშვნელოვან შემცირებას
ესეც მე ვარ ქოცებო?
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpbhq&...06-2015%2021:12 This post has been edited by DIDGORI-GEO on 15 Jun 2015, 03:38