#44929432 · 19 Jun 2015, 16:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სულით გულით თქვენთან ვარ. ფიზიკურადაც რომ შემეძლოს ერთი წუთით არ ვიფიქრებდი. ასეთ ბოროტ დამოკიდებულებას ქართველი ხალხი არ იმსახურებს. გამოვიდა ვიღაცა და ბიძინასგან რა გინდათო, რამდენი ფული უნდა დაგახარჯოთო. გეგონება ბიძინა ქართველებმა იმიტომ ავირჩიეთ, რომ ფული უნდა ეჩუქებინა ჩვენთვის. სამართლიანობას ვითხოვდით და ვითხოვთ. თავისი ფული მშვიდობაში მოიხმაროს. ნორმალური მთავრობის ხელში არც იური ვაზაგაშვილი უნდა მოეკლათ, არც ხარძიანი, არც ვეფხვმა რომ ადამიანი შეიწირა ის ფაქტი უნდა მომხდარიყო და არც ეს საცოდავი ადამიანი არ უნდა მოეკლათ. დანარჩენი ამ წუთას არ მახსენდება, შეგიძლიათ თქვენ გააგრძელოთ სია. ყველა ეს ფაქტი, დამატებული კიდევ უსამართლობა და არანაირი სურვლის და მზადყოფნის არქონა დაისაჯონ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დაასამარებს ამ ხელისუფლებას.
|