#45325135 · 3 Aug 2015, 09:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეგ არაა პრობლემა, ვიღაცეები თუ დააგიტაციობენ. პრობლემა ისაა, რომ უაგიტაციოდაც ცუდადაა საქმე. ხალხი წლობით გაჭირვებაშია, სულს ძლივს ინარჩუნებს, ვინც ინარჩუნებს და ბევრიც ვერ ინარჩუნებს. თქვენ კიდევ ნატო, ბატო, იევროკავშირი, უვიზო რეჟიმი, დემოკრატიაო, წლობით უჩიჩინებთ. ისინი ამას ვერ ხედავენ და კიდევ დიიიდი ხანი ვერ ნახავენ. ჯერ არც არის და აღარცუნდათ, მათ მხოლოდ ადამიანური ცხოვრება უნდათ.
სუსურუკუ კი კარგად ახსოვთ - თუ სადმე სახლი აშენებულა, მაგათ დროს, თუ ვუნმეს ჭერი ჰქონია, მაგათ დროს, თუ ვუნმე შიმშილით არ კვდებოდა, მაგათ დროს. ჰგონიათ, რუსეთი თუ იქნება, ისევ ისე იქნებიან, სუსურუკუს დროს რომ იყვნენ და რა გასაკვირია, უნდოდეთ? ხომ იცით, ჯერ თავო და თავოო. ნურც იმის იმედი გექნებათ, ახალგაზრდები მაინც სხვაგვარად იაზროვნებენო. ხო, კაი, 25-30 წლამდე გაქაჩონ და მერე თავად რომ დარჩებიან მარტო თავის პრობლემების პირისპირ, ისიც თავის ჯიბიდან დაიწყებენ აზროვნებას.
გაანებოს ჩვენმა ელიტა(თან ნებისმიერმა ელიტამ) მხოლოდ თავის ჯიბეზე ზრუნვას და პაწა ქვეყანასაც მიხედონ. მაშინ გვექნება შანსი არა მხოლოდ იმისა, რუსეთუმეობის პროპაგანდა რომ არ გავა, არამედ იმისაც, რომ მაგალითად, სავიზო რეჟიმი მოიხსნას და წელიწადში 70000 კაცი აქედან სამუდამოდ საცხოვრებლად სხვაგან არ წავიდეს.
მანამდე აკრძალეთ პროპაგანდა და რაც მაგით მიაღწიოთ, არავის გაუყოთ.
--------------------
შენი დედაც მოდის ტყიბულიდან, პაპუნა უგრეხელიძევ, პოლიტპატიმრის დევნისთვის!
ვიბარებ ძველ, ნახმარ ავეჯს, აქვე, ფორუმზე.
|