რასაც წერ გასაგებია და გაგიკვირდება, უფრო სწორად არ გაგიკვირდება
ორივე მელოდიას მოვუსმინე და ხოშიანად მღერიან,
ყველანაირ ანტისოციალური და კრიმინალური შესაძლოა ბიდლო კულტურად მოვნათლოდ და ცხვირი ავწიოთ ქედმაღლურად,
მაგრამ რაც ნაღდია ნაღდია, ცხოვრებისეულ სიმართლეს და რეალობას ასახავს, ადამიანს ნამდვილ განცდებს და ტკივილს, ადამიანი მხოლოდ კანონმორჩილი გარკვეულ ჩარჩოებში ჩასმული ფიტული არაა, არამედ ცოცხალი არსება თავისი ვნებებით, ინსტიქტებით და განცდებით,
ვინაა ბოლო ბოლო კრიმინალი, ბუნტარი, რომელიც დადგენილი ნორმების, მორალური პრინციპების წინააღმდეგ მიდის და არ უშინდება სასჯელს, ცხოვრობს ერთი ამოსუნთქვით, სჟიგაეტ სვაიუ ჟიზნ და ცხოვრების თუნდაც მცირე მონაკვეთში იმდენს იღებს რასაც ჩვეულებრივი მოკვდავი თავისი ხანგრძლივი, მოსაწყენი ცხოვრების მანძილზე ვერ ეღირსება ამ განცდების მეათედსაც კი