ნუ ისევ სავოკური ნოსტალგიის თემა.
ისე ამ სურათზე ყველაზე საინტერესო 41,3 მ2 ფართის ბინაში 5 ადამიანის ცხოვრებაა

ოღონდ ამ შემთხვევაში მხოლოდ საცხოვრებელი ფართობი იგულისხმება. ეს ფართობი 2 - 2,5 ოთახინი ბინისაა.
ვიღაცეებს ესეც კი გაუკვირდებათ, მაგრამ ვინც არ იცის მათთვის ვიტყვი, რომ ეს თანაფარდობა ოჯახების უმრავლესობისთვის
ფუფუნება გახლდათ, რადგან იმ "სანაქებო" სუსურუკუში, მოგეხსენებათ ბინებს იძლეოდა სახელმწიფო (არსებობდა ე.წ.
კოოპერატიული ბინათმშენებლობა მაგრამ მცირე რაოდენობით). რადგანაც მოთხოვნა იყო ძალზედ დიდი არსებობდა ასევე რიგები.
ამავე დროს არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც თუ ერთ სულზე მოდიოდა 4მ2 ნაკლები ფართი მხოლოდ მაშინ "აგიყვანდნენ აღრიცხვაზე".
ეს იცით რას ნიშნავს? ერთოთახიან ხრუშოვკაში თუ არ ცხოვრობდა 4 სულიანი ოჯახი, მას ბინას არავინ აღირსებდა. ნუ პრაქტიკულად
არც მაშინ ჩაგახუტებდნენ ეგრევე ბინას თუ "აღრიცხვის" კრიტერიუმს აკმაყოფილებდი. ამას წლები სჭირდებოდა, ხშირად 10-15 წელიც კი.
აი აქ იწყებოდა იცით რა? ჩალიჩი, დაწყებული თანამდებობის პირების თუ გამოჩენილი ადამიანების პროტექციით და დამთავრებული პირდაპირი
ქრთამებით სხვადასხვა ინსტანციებში. ხდებოდა ასევე ფიქტიური ჩაწერები, ახლო ნათესავების, ბებია-ბაუების, სიდედრ-სიმამრების ა.შ.
ყველანაირი უკუღმართობა თუ მანკიერება მჟღავნდებოდა ამ პროცესში.
ასე რომ არ დაიჯეროთ გენაცვალეთ ეს რომანტიული მითები. ახალგაზრდებო ისწავლეთ, პროფესიებს დაეუფლეთ, ხელები დაიკაპიწეთ,
განვითარდით და გარანტირებულად იცხოვრებთ იმაზე უკეთესად, უფრო თავისუფლად და ღირსეულად ვიდრე იმ წყეულ ქვეყანაში.
არ დუჯეროთ აქ იონათამებს, დგებს და მათ მოძმეებს, ვინც წარსულში, ჭაობში, ტყუილსა და უღელში გექაჩებათ. იცოდეთ ისინი
იხეირებენ თქვენ კი აი ისე იცხოვრებთ როგორც ზემოთ აღვწერე.
* * *
ქოცი - განვითარების უმდაბლესი საფეხური.