LEVANY-Mმე და შენს შორის იცი რა განსხვავებაა? მე ერთადერთი შეცდომა დავუშვი და იმწუთას ვაღიარე, შენ კიდევ ურცხვად აგრძელებ მიზანმიმართული ტყუილების თქმას და მანიპულაციებს.

700-800 ლარი მინიმალური ხელფასი არა ტოროლა. თავად ვმუშაობდი სახელმწიფო სამსახურში 2011 წელს ხელშეკრულებით, მიწვეულ სპეციალისტად (მეგობარმა მთხოვა დახმარება კომპეტენციის გამო). ხელფასი ხელზე ასაღები მქონდა 400 ლარი, რადგან კანონის მიხედვით მიწვეულმა სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს იმ სამსახურში არსებული ხელფასების საშუალო შეწონილ რაოდენობას. სპეციალისტები იმ სამსახურში ხელზე იღებდნენ 240 ლარს.

თანაც საკმაოდ რთული სამუშაო ჰქონდათ, რომელიც დიდ პროფესიონალიზმსა და ენერგიას მოითხოვდა.
სავავის ფასი თქვენს დროს საქართველოში არასოდეს ყოფილა დაბალი იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მსოფლიო ბაზარზე იყო დავარდნილი. დავარდა ერთადერთხელ და მას მერე მუდმივად იზრდებოდა. ის კი არადა აწგანსვენებული კახა ბენდუქიძე აპრავებდა ამას - მსოფლიო ბაზარზე რომ იაფდება ჩვენთან იმიტომ არ იაფდება, რომ სანამ ძვირი იყო მანამდე ქონდათ ნაყიდი იმპორტიორებსო, მერე ამ იაფად ნაყიდს კი იმიტომ არ აიაფებენ, რომ ფასები გაიზარდა და მომდევნო პარტიის საყიდელი ფული აღარ ექნებათ რომ გააიაფონო.

გითხარი მე შენ - ჩათლახი მეხსიერება გვაქვს მეთქი...
ფასები არათუ გაორმაგდა, არამედ თითქმის გასამმაგდა კიდეც თქვენ დროს. გაგახსენო? გაიხსენე პურის, მეტროს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასები.
კერძო სექტორში დასაქმეულების წყაროს ვერ მიგითითე, რადგან ამისი ოფიციალური აღრიცხვა არსად ხდებოდა თქვენი წინამორბედის დროს, თქვენ კი თვიდასაქმებულებს ანუ გლეხებსაც კერძო სექტორში ტენიდით სტატისტიკისთვის, მეტიც, ადამიანი, რომელიც წელიწადში ერთხელ რთველში, ყურძნის დაკრეფაში მიეხმარებოდა მეზობელს და ამაში აიღებდა 15-20 ლარს, ისიც დასაქმებულებში შეგყავდათ. ამას უბრალოდ სინდისი და აღიარება სჭირდება და ვერ დაგავალდებულებ ვერც ერთს და ვერც მეორეს. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები შენთვის ჰაერი ყოფილა და ასკვნი, რომ მოვიტყუე. მე ვმოქმედებ როგორც პატიოსანი ადამიანი და ვეყრდნობი ოფიციალურ მონაცემებს (საქართველოს ეროვნული ბანკის) - ვადარებ იმ წლების უკანასკნელი თვეების მონაცემებს, როდესაც თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში და წახვედით. შენ კი ეყრდნობი შენს საკუთარ მეხსიერებას ან ვინმეს მონათხრობს, ყოველგვარი წყაროს გარეშე, კონკრეტულ დღეს (2003 წლის 23 ნოემბერს) რა იყო კურსი და მცირეოდენი განსხვავების (0.1 პუნქტი) გამო მიმტკიცებ რომ ვიტყუები. ეს არის კლასიკური დემაგოგიის ნიმუში.
რაც ყველაზემთავარია - ცდილობ მაიძUლო ვისაუბრო იმ საკითხებზე, რომლებიც აბსოლუტურად არ ეხება ჩემს მიერ გახსნილ თემას, ჩემი თემა შეეხება უფლებებსა და დემოკრატიას, შენ კი ლეიბორისტების დონემდე ჩამოლაბორანტებული იაფფასიანი დემაგოგიით ლარის კურსზე მესაუბრები. სწორედ ამ მიზეზის გამო მოურიდებლად, კახურად ვაცხადებ, რომ ბებიაჩემის მივირთვი, რომ საერთოდ გამოლაპარაკების ღირსად ჩაგთვალე და ვწყვეტ პირადად შენთან კამათს.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey