qutaiseli teroristiმოდი და თბილისში გავხსნათ რესტორანი --- მოქ-ნაც-ქოცთა მამა-პაპური ლოცვა-კურთხევების მენიუთი!
მენიუში ყველაფერი მოინათლოს შურსაძიებთა სახელ-გვარებით.
წარმოიდგინე დილით ტუალეტში გასული ნაქეიფარის მოგონებები წინა ღამის ჩავლილ ღრეობაზე:
შემწვარ ყურცქვიტიუსს კუტა ავაჭერი, პითონას სალათას გეახელი, პინგვინის მწვადი მშრალი იყო, ინდაურას
საცივში ბარკალი ავახიე, ციკანთხრამუნას სუკი ავათალე, ეროვნული ბანკის ტორტს სეიფის ნაწილი მოვაჭერი,
გახუხული დოლარის ნაჭერს ლარის კარაქი და რუბლის ხიზილალა წავუსვი და კუჭგაქონილმა ევროს ღვინო ვისხი
უზომოდ. ვიცეკვე ,,კენედური'', ვიბღავლე ,,კალინკა'' და ვუსმინე სანტანას როკვით.
ხმლით საჯაროდ მოვაჭერი თავი გოჭს, როგორც არგასაზრდელ მომავალ ღორს...
ზეიმის კულიმინაცია იყო დიდი ნამცხავარი ,,ამოტრიალებული შევას თილისმა'', რომელსაც ვემთხვიეთ და ისე დავაგემოვნეთ....
უამრავი სხვა კულინარული ნოვაციების გახსენება მიჭირს, რადგან ევროში ავურიე თოფას ფსელა და ტყემალას არაყი...
ვერ ვიხსენებ, თუ რატომ ვკოცნიდი გამალებით გამოსასვლელში აღმართული პინგვინის ქანდაკის ტაკოს... და რატომ ვძვრებოდი ეზოში ჯვრის ფორმის ლამპიონზე უკუღმა დასაკიდებლად...
ისევ უნდა ვეწვიო!
მოკლედ: რესტორანი --- პოლიტიკური ცირკის მუზეუმი!
იდეა დაპატენტებულია და ველი სპონსორებს, როგორც კულინარიის უმაღლესი თანრიგის მქონე
შეფ-მზარეული.
აი ლოგოც:
მიმაგრებული სურათი