ჰო, მაგრამ ჩეჩნური ვიკი ცოტა სხვა თემაა.

მართალია, 104 964 სტატიაა ამ წუთის მონაცემებით და არაა ცოტა, მაგრამ უდიდესი ნაწილი ბოტების მიერაა შექმნილი, როგორც მე ვიცი.
ვიკიპედიაში არის პროგრამები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მოკლე დროში ბევრი სტატიის შექმნა და ამ ხერხს მიმართავენ ჩეჩნები.
ანუ, ქმნიან რაღაც შაბლონებს, რომელთა საშუალებითაც ქმნიან სტატიებს და მცირე ცვლილებებია საჭირო მხოლოდ.
მაგალითად, ქმნიან სტატიებს სოფლებზე, წერია რამდენიმე წინადადება, აქვს ინფოდაფა, რუკები და მხოლოდ რაღაც მცირე ცვლილებებია საჭირო (მაგ. კოორდინატები, მოსახლეობის რაოდენობა...)
ამიტომ, ჩეჩნურ ვიკიპედიაში ხარისხი არაა ისეთი, როგორიც თუნდაც ქართულ ვიკიპედიაში.
არადა, რამდენიმე წლის წინ ცოტა სტატია იყო ჩეჩნურში.
2011 წელს დამტკიცდა მეგრული ვიკიპედია და პატარა ვიკიპედიებს შორის ყველაზე სწრაფად ჩვენ ვიზრდებოდით. ისეც ხდებოდა, რომ დღეში 2-3 ადგილითაც ვიწევდით მაღლა რეიტინგში (275 ენაზე არსებობდა მაშინ, თუ სწორად მახსოვს, ახლა კი 280 ენაზეა, თუ არ ჩავთვლით დაბლოკილ ვიკიპედიებს). როდესაც ჩეჩნურ ვიკიპედიას მივუახლოვდით სტატიების რაოდენობით (1300 სტატია იყო, თუ სწორად მახსოვს), მაშინ დაიწყეს აქტიურობა და დაახლოებით 200 სტატიით დაწინაურდნენ. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და რამდენიმე დღეში გავასწარით.

მათზე გაცილებით მეტი სტატია გვქონდა კაი დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, მერე გადავიდნენ თარგებზე და მეგრულს კი არა, ქართულსაც კი უსწრებენ უკვე...

აი, სომხურ ვიკიპედიას რაც შეეხება, იქ გაცილებით სერიოზულად მიჰყვებიან საქმეს.
გასულ წელს დაიწყეს კამპანია სახელწოდებით „ერთი სომეხი — ერთი სტატია“, რომელშიც აქტიურად ჩაერთო სომხური საზოგადოება და ხელისუფლება.
შედეგიც მაგარი აქვთ — 188 ათასზე მეტი სტატია აქვთ უკვე.
მაშინ, როდესაც საგრძნობლად ჩამოგვრჩებოდნენ სულ რაღაც 2-3 წლის წინ.
აი, ჩვენთან თუ მოხერხდა მსგავსი წარმატებული კამპანიის წამოწყება, ამასთანავე, ცოტა ბოტებსაც თუ მივმართავთ, ძალიან მოკლე ხანში გაცილებით მაგარი ვიკი გვექნება.
. .