მის დროს კომპანია იყო მცირე, წამგებიანი და მთლიანად პოლიტიკურ ფულზე დამოკიდებული. პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე მათი არსებობა უკეთეს შემთხვევაში იქნებოდა კავკასიის სადარი და მეტი არაფერი.
რ2-ი დრეს არის მრვალჯერ მსხვილი, მომგებიანი კომპანია, და ეს წარმატება მოვიდა არა იმიტომ რომ იქ დვალი და აქიმიძე იყვნენ არამედ პირიქით იმიტომ რომ ისინი იქიდან წავიდნენ.
ახლა ეს დვალი და აქიმიძე (ხალვაშზე ხომ ბაზარი საერთოდ არ არის) ითხოვენ იმას რაც მათ არც მორალურად და მითუმეტეს არც სამართლებრივად არ ეკუთვნით - ის რაც მათ ოდესღაც ეკუთვნოდათ იყო სხვა განზომილება, ახლა რასაც რ2 ქვია არის სულ სხვა განზომილებაა, მათი ერთმანეთში არევა შეუძლებელია, შეუძლებელი უნდა იყოს ნორმალურ საზოგადოებაში...
მაქსიმუმი რაც მათ შეიძლება ეკუთვნოდეთ არის გარკვეული კომპენსაცია, იმისათვის თუ როგორ შესაძლო არამართლზომიერ ზეგავლენას ახდენდნენ სახელმწიფო წარმომადგენლები მაშინდელი რ2-თან დაკავშირებულ გარიგებაში... სულ ეს არის.
ახლა კი ივანიშვილი იყენებს ამ ორ პირს საიმისოდ რომ პროცესს სამართლიანობის ელფერი მისცეს, და გარკვეულად აღწევს კიდეც მიზანს - ია მაგალითად თქვენ (და არა მარტო თქვენ) მოგტაცათ ამ ელფერმა თვალი...
* * *
სიმართლე არ ვიცი, მაგრამ არ ეკადრება ვაჟკაცს ასინეთასავით სხვის პირად საუბრებზე სახალხოდ ჭორაობა და ვითომ შეგონებები - მდაბალი საქციელია...