უცხოხუმრობებზე აცრილი კი არა ვარ და არც უარვყოფ ჯანმრთელი სიცილის სიკეთეებს და ირონიული კრიტიკის ძალმოსილებას.
მაგრამ --- ნაბან წყალს ბავშვს არ აყოლებენ კანალიზაციაში....მითუმეტეს, თუ ეს ბავშვი --- სახელად საქართველოა.
***
საზოგადოდ კი:
მამული,ენა, სარწმუნოება --- ის ქვევიდან ზევით ამავალი ვერტიკალია, რომელთანაც გაიგივება არცერთი წარმავალი პირისა და უწყებისა --- დაუშვებელია მარადიულად თანამდევი სულისათვის.
,,მე და ჩემი ნაბადი'' ყოველთვის დაუძინებლად მტრობს ცნება ,,ჩვენს'', რაც ერთობას გვავალდებულებს უმთავრესში.
საერთო-ჩვენი ფასეულობების გარეშე --- ცალკერძა უაღრესად სუსტი და ადვილად მოწყვლადია, როგორც დაუცველ-განმარტოებული მე.
გიჟი კი არ იყო შაჰ-აბასი... ალაჰს რომ ევედრებოდა ქართველთა ერთობის მოშლისათვის.
მან კარგად იცოდა, რომ ამას მხოლოდ გადაგვარებულ-მოსყიდულ ქართველთა ხელით შეძლებდა.... სრულ გადაგვარება-გადაჯიშებას
ასეთ მამლუქთა ხელით და სამსახურით თავისი სამეფოს გასაძლიერებლად.
ასეცაა შემდგარი --- გათიშე და იბატონეს ანატომია.
ეგაა და გორის ციხე...მისი უსწრაფესი თვითნგრევის საზრისით.
რა თქმა უნდა, რომ მწარე ხუმრობაა --- შეცემულმა სხვას როგორ უნდა შესცეს გადბმულ მამათმავლურ რიგში ჩაუდგომლად...
***
ინგლისელები 4-5 წელზე მეტს ვერ ცოცხლობდნენ ინდოეთში, რადგან მათთვის იქ სასიკვდილო კლიმატია...
მაგრამ ,,ახალი''სამშობლოს სადიდებელ-გასაძლიერებლად მიდიოდნენ კოლონიებში და ყოველივე მონაგარს ამ სამშობლოში ეზიდებოდნენ...
და უძახონ არააბორიგენებს კონსერვატორები... მეფე არტურის კალიბრ-ხალიბურის უმძლავრეს ეროვნულ რაინდ მემკვიდრეებს, რომლებიც --- ერთმანეთის სიძლიერით, ურთიერთგამტანობით თვითკურთხეულნი, საერთო-საეროს მნგრეველთა წინააღმდეგ ულმობელნი და დედოფალზე მოფიცარნი ,ვითარცა დედაზე და მლოცველნი ანგლიკანურ ეკლესიებში --- ფაქტია ბრიტანული იმპერია.
ლიდერ ერად ჩამოყალიბდნენ და ერად დააყალიბეს შტატებიც...
ინგლისელები — დიდი ბრიტანეთის ძირითადი მოსახლეობა. მიეკუთვნება ევროპეიდული რასის ატლანტურ-ბალტიურ შტოს. მე–17-19 სს-ის ინგლისური კოლონიზაციის დროს გადასახლდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკაში და აბორიგენ მოსახლეობასთან შერევის შედეგად სათავე დაუდეს ახალ ინგლისურენოვან ხალხებს — ამერიკელებს, ანგლო-კანადელებს, ანგლო-ახალზელანდიელებს, ანგლო-აფრიკელებს, ფოლკლენდელებს და სხვა.
ინგლისელი ერის ჩამოყალიბება
1006 წელს დამთავრდა ბრიტანეთის დაპყრობების ეპოქა. მოსულმა ხალხმა - იბერიელებმა, კელტებმა, რომაელები, ანგლო-საქსებმა, დანიელებმა, ფრანგ-ნორმანდელებმა იქ თავიანთი ეთნიკური და კულტურული კვალი დატოვეს. ინგლისელები ძირითადად ანგლო-საქსების, დანიელებისა და ფრანგ-ნორმანდელების საფუძველზე წარმოიშვნენ. მათი ენაც ანგლო-საქსურის, გერმანულისა და ნორმანდულ-ფრანგულის საინტერესო შერწყმის შედეგია. შოტლანდიელები ძირითადად ბრიტებისა და ანგლო-საქსების, უფრო ნაკლებად კი დანიელების ნარევს წარმოადგენენ.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%...%83%91%E1%83%98და ჩვენ --- ძირძველ აბორიგენებს რა ,, აღრეული ეკლები'' გვჭირს?