ქართველი რომ ხარ, ჟურნალისტი და ამერიკელ ექსპერტს ინტერვიუზე უთანხმდები, შენი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ პერიოდში, ნორმალური თუ ხარ, აი, რატომ ან როგორ უნდა მოგივიდეს თავში მსგავსი კითხვები!!!!!!!!!
წაიკითხეთ კითხვები და საკუთარ თავს ჰკითხეთ - რა ჰქვია ამას, თუ არა შადიმანობა?
• უკანასკნელ პერიოდში მომსწრე გავხდით იმის, რომ რუსული პროპაგანდა აღწევს ისეთ სივრცეებში, რომლებსაც გაცხადებულად დასავლური ორიენტაცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები ჰქონდათ, როგორიცაა მაგალითად საქართველო. რას ამბობს ეს საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის კურსზე?
• ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან მედია საშუალებები, რომლებიც ღიად ანტი-დასავლურ პროპაგანდას ავრცელებენ და ამავდროულად გამოირჩევიან ქსენოფობიური თუ ჰომოფობიური განცხადებებით. რატომ შეიძლება ამას პრო-დასავლური ხელისუფლება აკეთებდეს?
• ფიქრობთ რომ საქართველოს პრო-დასავლური კურსი იცვლება?
• ენ-დი-აის უკანასკნელი კვლევების მიხედვით მოსახლეობის მესამედი მხარს უჭერს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. რამდენად შეეფერება ეს ევრო-ატლანტიკური ამბიციების მქონე ქვეყანას?
• ეს მაჩვენებელი ერთ დღეს არ შეცვლილა და უკვე მერამდენე წელია მყარია. რას იტყვით ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასაარჩევნოდ დადებულ პირობაზე, რომ საქართველო მისი მმართველობის პირობებში აღარ იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების საგანი? რა როლი უჭირავს მსგავს განცხადებებს?
• ვთქვათ, საქართველოს მთავრობა არის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგული, რა მოლოდინებს უნდა აკმაყოფილებდეს ის საამისოდ?
"ვთქვათ არისო...."