ეგ კეთილმეზობლური ურთიერთობა, საიდან იქნებოდა, როდესაც, მოყოლებული 1985 წლიდან, ცალკე რუსეთის და ცალკე საქართველოს მთავრობა ორივე, ერთის მხრივ რუსეთის, ხოლო მეორე, საქართველოს დაშლა-დანაკუწებით იყო გართული...
პირიქით ხდებოდა იმ ქვაკუთხედის დანგრევა, რაზეც იდგა სსრკ - ხალხთა შორის მეგობრობაზე...
ვინ საიდან, ან რატომ აინტერესებდა, სადარბაზოს მეზობელი რუსი იყო, ქურთი თუ ოსი...
ამ ფონზე გამოჩნდენ ყოფილ მოკავშირე ქვეყნებში, "პიგმეი-ბელადები", რომლებმაც ნავთი გადაასხეს ეროვნებათშორის კონფლიკტებს...
ამ ნაგავში ისე შევტოპეთ, რომ ერთმანეთს დაუწყეთ დახოცვა...
ეკონომიკა გავანადგურეთ და შიშველი ლოზუნგებით, ტროცკის სანატრელი ქვეყანა "ავაშენეთ"...
კულმინაცია კი, რეინკარნირებული მიშტროცკი საქართველოში და რეგვენი ლოთი, ელცინი რუსეთში...
საბჭოთა კავშირის დანგრევა, მანამდე 1953 წელს დაიწყო... იმ დროს, როდესაც ქვეყანას არნახული ტემპები ქონდა აკრებილი და სტალინის და ბერიას მკვლელობა, რომ არა, ეხლა ამერიკის შეერთებული ქვეყნები, თავის ევროპით, სად იქნებოდა, ალჰმა უწყის...
საქართველო-რუსეთის ურთიერთობა არ დაწყებულა 1992 წლიდან და მით უმეტეს, არც 2003 წლიდან...
მას უფრო ხანგრძლივი ისტორია აქ...
ყოფილა კარგიც და ყოფილა ცუდიც...
რუსეთამდე საქართველო თურქეთ-სპარსეთს ქონდათ გაყოფილი...
და არც ეხლა, დღეს, აპირებს ოსმალეთი, ამ საკითხის მიმართ აზრის შეცვლას...
ქართველები ყოველთვის თვლიდნენ თავს ხალხად, რომლებიც ნებაყოფლობით შეუერთდენ რუსეთს, რაც მათ პოლიტიკურ გრძნობას გასდევდა მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში...
გადახედე ილია ჭავჭავაძის "ასის წლის წინათ"
http://s-s.tagiweb.com/asis-wlis-winath/ილია ჭავჭავაძის ანალიზია ბოლო ასი წლის რუსეთ საქართველოს ურთიერთობისა...
ცნობისათვის, მეფის რუსეთის ოფიცერი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი რუსებს კი არ ეომებოდა, არამედ ბოლშევიკებს (აშშ-ს და გერმანიის აგენტები - ტროცკი და ლენინი)... ხალხს, რომლებმაც გაანადგურეს რუსეთი...
რუსეთის დღეავანდელი უმაღლესი ხელისუფალება(ი), ქვეყნებს შორის ურთიერთობის ცუდის და კარგის საფუძვლიან სეპარაციას აკეთებს, რაც ცოტა ხანში დადებითად აისახება საქართველოზე...
ქართველების პრობლემა კი ესაა:
ქართველს აკლია “დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს;
მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა…
ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს.
პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით”.
”საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული.
ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”.
დიმიტრი უზნაძე