რეზერვები რატო უნდა გახსნას?

რეზერვები არსებობს საწვავის კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის მოთხოვნაა (და ზოგადად ზესახელმწიფოებს ყველას აქვთ) ყველა ევროკავშირის ქვეყანას უნდა ჰქონდეს რამოდენიმე თვის მოხმარების მარაგი დასაწყობებული ან თავისთან, ან რომელიმე მოკავშირე ქვეყანასთან ერთად. ამასთან სტრატეგიული მარაგი როგორც წესი არის გადამუშავებული საწვავი და არა ნავთობი.
თუმცა ზოგ ზესახელმწიფოს ნავთობიც აქვს დამარაგებული, საავიაციო საწვავი (ნავთი) და ცალკე ბენზინი კიდევ.
საქართველო თუ შევა ევროკავშირში (ოდესმე) მასაც მოუწევს წლიური მოხმარების მიხედვით მარაგების გაკეთება.
ახლა რაც შეეხება ნავთობის ფასს,
ამერიკაში შეიმუშავეს ნავთობის ახალი მოპოვების მეთოდი, ქვია "ფრეკინგი" ეს არის ჯერ ვერტიკალური შემდეგ კი ჰორიზონტალური ბურღვა, რის მერეც ნაბურღი ქანები ფეთქდება და ხდება გამოჟონილი ნავთობის მოპოვება
(ცხადია მუშურ-გლეხურად ვხსნი. დაინტერესებულებმა მერე ცალკე მოძებნონ და გაერკვიონ.)
საქმე იმაშია, რომ ამ მეთოდმა რამოდენიმე რამ შეცვალა - ჯერ ერთი ხელმისაწვდომი გახდა ახალი ნავთობის წყაროები, მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს მეთოდი იმდენად იაფია (ნავთობის ინდუსტრიის საზომით) რომ უამრავ ახალ, პატარა კომპანიას მისცა საშუალება დაეწყო ნავთობის მოპოვება, არაფერს ვამბობ საშუალო და მსხვილ ნავთობმომპოვებლებზე
საქმე იქამდე მივიდა, რომ აშშ-ს აღარ დასჭირდა საუდის არაბეთის ნავთობი, რომელიც იქამდე აშშ-ს ძირითადი მიმწოდებელი იყო, ეს ხდება სულ აგერ ახლა, ბოლო წლებში.
თუმცა სიტუაცია მას მერე გამწვავდა, რაც შიდა აშშ-ს ბაზრიდან გამოდევნის მერე, აშშ-ს კომპანიებმა ექსპორტი დაიწყეს და ევროპის ბაზრიდანაც გამოაძევეს არაბული ქვეყნები.
ამან გამოიწვია ბუმი აშშ-ს ეკონომიკაში, რასაც თავის მხრივ მოყვა დოლარის გამყარება (ამიტომ არის რომ ყველა ვალუტასთან დოლარი მყარდება, მათ შორის ლართანაც)
საუდის არაბეთს შერჩა აზია და გამწარებულმა თავადაც დააგდო ფასი, თან დღემდე იმუქრება ასეთ ფასებს ნახევარი საუკუნე შევინარჩუნებო, პარალელურად კიდევ სტატიებს უკვეთავს "ნავთობის მოპოვება მცირდება" "აწი ფასები აიწევს"და ა.შ. რომ როგორღაც უარი ათქმევინოს ახალ კომპანიებს აშშ-ს ნავთობის ბაზარზე შესვლიგან.
მაგრამ აშშ-ს კომპანიები არ ჩერდებიან, სულ უფრო დიდი რაოდენობა გადის ექსპორტზე აშშ-ს ნავთობისა, თან უმეტესობა განვითარებული ქვეყნებისა ცდილობს ნავთობი მთლიანად ჩაანაცვლოს ალტერნატიული ენერგიის წყაროებით, რაც დამატებით წნეხს ქმნის ნავთობის მოთხოვნაზე და ის სულ უფრო მცირდება.
რუსეთისთვის დარხევა, ამ ორომტრიალში უბრალოდ გვერდითი მოვლენაა რადგან რუსეთის ეკონომიკის დაახლოებით 70% - სასარგებლო წიაღისეულზე მოდის.
თუმცა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ - არ დაიშლებიან, მაგრამ დასუსტდებიან ფინანსურად. პრინციპში ბირთვული სახელმწიფოს მეზობლად დაშლა რამდენად გვაწყობს კიდე საკითხავია.