mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#46476690 · 14 Dec 2015, 22:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბესიკის26
QUOTE | mRvdeli giorgi sxiladzeQUOTE მოგეხსენებათ, რომ ქრისტეს ადრინდელ მორწმუნეს „წმინდანს“ უძახდნენ.
თუ მასე ეძახდნენ(ალბათ საკუთარ თავს)...მერე რატომ დაიმორცხვეს |
პირველი ქრისტეანები შეგვიძლია, განსაკუთრებულ დასს მივაკუთვნოთ, _ იმდენად ძნელი იყო, იმ საყოველთაო და სასტიკი დევნისას, ქრისტეს პიროვნების ღმერთად აღიარება და მისი მიმდევრობა. ამიტომ, ,,ქრისტეანი“ და ,,წმინდანი“ სინონიმები იყვნენ; წესით, ამადვე უნდა დარჩენილიყვნენ მომდევნო _ და ყველა _ დროებაშიც. HiStorian
QUOTE | ღმერთზე მეტად ეკლესია და მისი ხელმძღვანელი რომაა საქართველოში შერაცხული ეს განა არ იცით? ეს წოდებაც [,,უწმინდესი“] აქედან გამომდინარეობს. |
პირველი წინადადება სიმართლეა (თუ მხოლოდ დღევანდელ მოცემულობას გულისხმობს), ხოლო მეორე _ არა.
QUOTE | თაყვანისცემა დაჩოქებით და ამბორი სხვა რა არის თუ არა ადამიანის გაფეტიშება და მისი გაკერპება? |
_ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი ღმერთად ანუ _ ქმნილი მქმნელად მიგაჩნია (იგივე ითქმის წმ. ხატთან და სხვა სიწმინდეებთან მიმართებაში)!
QUOTE | ვის და თქვენ უნდა გესმოდეთ და წაკითხული უნდა გქონდეთ საქმე მოციქულთა მეათე თავი სადაც პეტრე მოციქულმა კორნელიუსისგან თაყვანისცემა არ მიიღო, ფეხზე წამოაყენა და უთხრა მეც ადამიანი ვარ... |
_ იხ. წინა კომენტარი! ასევე, გაიხსენეთ: როცა წმ. პავლეც ზეციური არსება ეგონათ, მან ტანისამოსი შემოიხია იმის დასტურად, რომ ჩვეულებრივი, ხორციელი ადამიანი იყო.
QUOTE | ...ან იოანემ რომ სცა თაყვანი ანგელოზს, მან კი უპასუხა მე არა, ღმერთს ეცი თაყვანიო... |
ეს ადგილი, კონტექსტურად, ასე გაიგება: წმ. იოანე, თავისი ,,გამოცხადების“ მიღების დასაწყისში იხილა რა ,,მსგავსი ძისა კაცისაი“ (1,13), თაყვანს სცემს მას (17); მერმე, ,,ანგელოზმან ძლიერმან“ (18,21), ვისი თაყვანისცემაც სურდა, შეაჩერა და უთხრა, რომ არ გაეკეთებინა ეს (რადგან იგი ის კი არ იყო, ვინც მან პირველად ნახა _ უფალი _, არამედ _ მხოლოდ ანგელოსი) _ 19,10; ბოლოს, იხილა ,,ერთი შვიდთა მათ ანგელოსთაგანი“ (21,9), ვინც ისევ მაცხოვრად აღიქვა და მასაც დაუპირებს, რომ სცეს თაყვანი, ვითარცა ღმერთს, მაგრამ ამ ანგელოსმაც, ბუნებრივია, იგივე უთხრა, რაც წინარემ (21,8-9).
This post has been edited by mRvdeli giorgi sxiladze on 14 Dec 2015, 22:54
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|