რატომ დავობთ? აი რა არის ლიბერალიზმი, წაიკითხეთ და მერე იდავეთ.
და უფრო ადვილად გაარჩევთ ვინაა ლიბერ4ალი, რა სურს მას და ვინაა ფსევდოლიბერალი და რა სურს მასაც.
ლიბერალიზმი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიბერალიზმი (ფრანგ. libéralisme) — იდეოლოგია,
ფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია,
რომლის მიხედვით თავისუფლება ძირითადი
პოლიტიკური ღირებულებაა. იდეოლოგია დასავლეთის
განმანათლებლობის ეპოქაში (ფრანგ. siècle des lumières,
გერმ. Aufklärung) იღებს დასაბამს, თუმცა ტერმინი ამჟამად
გაცილებით მრავალფეროვან პოლიტიკურ ნააზრევს
მოიცავს.
ვრცელი გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის
ქვაკუთხედი ინდივიდუალური უფლებებია. ის მიელტვის
საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეული ადამიანის აზროვნების
თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით მთავრობის და რელიგიის, კანონის
უზენაესობა, უფასო საზოგადოებრივი განათლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა, საბაზრო
ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს თაფისუფალ კერძო მეწარმეობას, და მთავრობის
გამჭვირვალე სისტემას, რომელშიც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია. თანამედროვე
საზოგადოებაში ლიბერალები მხარს უჭერენ ლიბერალურ დემოკრატიას ღია და თანასწორი
არჩევნებით, სადაც ყველა მოქალაქეს ერთნაირი უფლებები აქვს კანონით და თანასწორი
შესაძლებლობები წარმატებისთვის.
მრავალი ლიბერალი მხარს უჭერს მთავრობის თავისუფალ ბაზარში უფრო აქტიურ ჩარევას,
ხშირად ანტიდისკრიმინაციული კანონების, პროგრესირებადი დაბეგვრის, საყოველთაო
განათლების და მისთ. სახით. ამ მრწამსით ასევე მოიაზრება, რომ მთავრობამ უნდა
უზრუნველყოს საერთო კეთილდღეობის გარკვეული დონე, მათ შორის უმუშევართა
კომპენსაცია, მიუსაფართა დასახლება, სამედიცინო მომსახურება ავადმყოფთათვის. ამგვარ
საზოგადოებრივად დაფინანსებულ ინიციატივებსა და ჩარევებს ბაზარში ეწინააღმდეგებიან
კლასიკური ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდევრები, რომლებიც უპირატესობას
თავისუფალ კერძო მეწარმეობას, ინდივიდუალურ ქონებრივ უფლებებსა და კონტრაქტის
თაფისუფლებას ანიჭებენ; კლასიკური ლიბერალების მრწამსით ეკონომიკური უთანასწორობა,
რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება თავისუფალ ბაზარზე, არ არის საკმარისი არგუმენტი
კერძო ქონებრივი უფლებების ხელყოფის გასამართლებლად. მიუხედავად ამისა, კლასიკური
ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდევრები მხარს უჭერენ კორპორაციების უფრო მაღალ
დაბეგვრას, პროგრესირებადი საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე ტენდენციის ნაცვლად,
რაც გადასახადის მთელს ტვირთს ინდივიდუალურ მუშამოსამსახურეს აკისრებს.
ეტიმოლოგია და განმარტება
სიტყვა ლიბერალიზმი სათავეს იღებს ლათინურიდან liber– რაც ნიშნავს "თავისუფლებას".
2/25/2016 ლიბერალიზმი ვიკიპედია
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%...%E1%83%96%E1… 2/2
რესურსები ინტერნეტში
ლიბერალიზმი ენციკლოპედია ბრიტანიკა
(http://www.britannica.com/bps/additionalcontent/14/117903/liberalism#)
ლიბერალიზმი სტენფორდის ფილოსოფიური ენციკლოპედია
(http://plato.stanford.edu/entries/liberalism/)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლიბერალიზმი&oldid=2830589“დან
ეს გვერდი ბოლოს განახლდა 15:21, 28 იანვარი 2015.
ტექსტი ვრცელდება Creative Commons AttributionShareAlike ლიცენზიით; და შესაძლოა
არსებობდეს დამატებითი პირობები. იხილეთ გამოყენების პირობები დამატებითი
ინფორმაციისთვის.
ვიკიპედია® არის არამომგებიანი ორგანიზაცია Wikimedia Foundation, Inc.ის
რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
* * *
თუ ამის შემდეგ ვინმე სააკაშვილებს, ხიდაშელებს და მათთნაირ არარაობერბს ლიბერალს უწოდებს, ის იქნება ან უვიცი ან საქართველოს მტერი.
რაც შეეხებათ სეცდომაში შესულ ადამიანებს, კარგი იქნება, თუ კარგად გაერკვევიან ამ საკითხში და ისე გააკრიტიკებენ ამ აზრს