aca baca banci buncaარ არის მასე მარტივად.
225 ბმწ ები რომელია?
ის ვიცი რომ კალინგრადში იწყობოდა ადრე რამოდენიმე ათასი ბმწ წელიწადში, მაგრამ ეს ბმწ ს კუთვნილება არ იყო, კონტრაქტი ქონდათ უბრალოდ ქარხანასთან, ასევე მანდვე იწყობოდა შევროლეტი, კია, ჩერის და კიდე რამდენიმე მწარმოებლის მანქანები, აქ საუბარია ათობით ათას მანქანაზე წელიწადში, რატომ ადრი ჩვენს რეალობას? რა შუაშია უნიკალური, რაღაცის თქმა გინდა და ვერ იძახი აშკარად.
ანუ შენ გინდა რომ ჩვენ, ქართველებმა დავაპროქტოთ და ვაწარმოოთ ახალი ძრავი? იმენა ჩვენი დიზაინით და თან აქვე ავაწყოთ?
კარგი, უნივერსალური ძრავი იყოს, ვთქვათ 8 ცილინდრიანი, მიღებული პრაქტიკაა რომ ჩამოაჭრი 2 ცილინდრს და მარტივად და იაფად იღებ 6 ცილინდრიან 90 გრადუსიან უფრო მცირე ძრავს შედარებით პატარა აპლიკაციებისთვის, მაგრამ ამით რა?
საიდან უნდა მოიტანო ამხელა თანხები? ჯერ ერთი რომ არც საამისო ცოდნა გვაქ, უეჭველი უცხოელების დაქირავება მოგვიწევს, ვთქვათ ამათი
http://www.fev.com/ როგორც ეს ირანელებმა გააკეთეს.
შემდეგ ჩარხები და ხალხის გადამზადება, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ბიუჯეტი გეყო მოაღწიე ამ ეტაპამდე, გინდათ მოაღწიო, რამდენი უნდა აწარმოო წელიწადში? მართლა არ გეყოფა ქვეყნის ბიუჯეტი, არ ვამ,ეტებ.
საერთოდ ძრავი და ტრანსმისია არის ყველაზე ძვირიანი კომპონენტი მანქანაში ხო? იმდენად ძვირია რომ დღეს უკვე გიგანტი მწარმოებელიც კი ვეღარ აუდიან წარმოებას და ეძებენ პარტნიორებს.
მაგალიტად რენო-ნისანის ალიანსი, რომელსაც მერსედესი შეუერთდა და ერთად აწარმოებენ და იზიარებენ ძრავებს, მაგალითად, მერსედესი იყენებს (ასევე ნისანის ბევრი მოდელი) რენოს 1.5 ტურბოდიზელებს, სამაგიეროდ ინფინიტიში დგას მერსედესის 2.0 ტურბო და 7 იანი კარობკა, რენოებში დგას 1.2 ნისანის ტურბო და ა.შ.
ბმწ მ საერთოდ ახალი სტრატეგია აიღო, ვეღარ წვდება უნიკალური 4 და 6 ცილინდრიანების წარმოება და 1 მოდულარული დიზაინი შეიმუშავა 500ცც ცილინდრებით და მთლიანად იმაზე გადავიდა, ამის გარდა პეჟომ და ბმწ მ საერთო ძრავები გამოუშვეს დამატებით, 1.6 და 1.6 ტურბო, ბევრ ბმწ ში, პეჟოში და მინიში დგას.
ეს მაგალითები იმიტომ დაგიწერე რომ წარმოდგენა შეგექმნას რა ძვირი ჯდება ძრავების დაპროექტება და წარმოება, ეს მწარმოებლებიც, მილიონზე ნაკლებ მანქანას რო არ ყიდიან წელიწადში, უჭირთ ხარჯებთან გამკლავება და პარტნიორებს ეძებენ რომ ერთად გადაინაწილონ და აწარმოონ ძრავები. ბმწ ს დღემდე არ აქ საკუტარი კარობკები, იმიტომ რომ არ უღირს, სხვისგან ყიდულობს, ხან ამერიკელებისგან და ხან დამოუკიდებელი გერმანული კომპანიებისგან, ვისგანაც უფრო იაფად აიღებს.
პორშე კაიენში, პანამერას ზოგ მოდელში, ვწ ტუარეგში იაპონური კარობკებია 8 სიჩქარიანი, ნეტა რატომ?
საერთოდ სამხედრო დანიშნულებისთვის ძრავებს აკეთებს 3-4 კომპანია და რა წარმომავლობისაც არ უნდა იყოს ნაწარმი, ამათ ძრავებს იყენებს, ნეტა ესეც რატომ? იმიტომ რომ კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული და არავის უღირთ, ეს 3-4 კომპანია კიდე ზოგი 100 წლისაა და იმხელა ბრუნვა აქვს, სახელი და პარტნიორები, რომ უღირს.
გინდა შატუნები იყოს, დაშალე ნებისმიერი წარმომავლობის ევროპული მანქანა და ამათი ლოგო შეგხვდება
https://www.mahle.com/mahle/en/products-and...passenger-cars/გინდა შატუნებზე, გინდა ცილინდრებზე, გინდა კოლცოებზე და გინდა მახავიკზე.
საერთოდ, ძრავების წარმოება კი არა ხალხო. 14 მლრდ დოლარის მშპ ქვეყანამ ეს როგორ მოახერხა არ გიკვირთ? ამ მაჩვენებლით ჩვენ ვართ ღატაკები და მსოფლიოში ერთ ერთი ყველა მდიდარი ქვეყნის (80მილიარდი სამხედრო დაფინანსება) სამხედრო ტენდერი მოვიგეთ, სამხედრო! ეს არის სრული პიზდეცი კარგი გაგებით
This post has been edited by kanian_U on 27 Jan 2016, 17:03